"დედიკოს გარეშე სიცოცხლე არ მინდა" - 31 წლის ნათია ჩიმახიძის ისტორია, რომელიც მძიმე სენით არის დაავადებული
საზოგადოება - 14:38, 27 Feb, 2018     9530

„დედიკო- ჩემი გულია და მის გარეშე სიცოცხლე არ მინდა“. ასე გაიძახის 7 წლის ქეთი, რომელსაც ბოლო დროს სულ უფრო და უფრო ხშირად უხდება იმის ყურება, თუ როგორ იტანჯება და კვნესის საყვარელი დედა მწარე ტკივილებისგან.

31 წლის ნათია ჩიმახიძე ონკოლოგიური სენით არის დაავადებული. ერთ დროს სიცოცხლით სავსე და მომღიმარი ახალგაზრდა ქალი, რომელიც ზრდიდა პატარა ქალიშვილს, უვლიდა სახლ-კარს, წარმატებით მუშაობდა და მომავლის გეგმებს აწყობდა, სრულიად მოულოდნელად უმძიმეს სიტუაციაში აღმოჩნდა, მას მეოთხე სტადიის კანის ავთვისებიანი სიმსივნე (მელანომა) დაუდგინეს.

ნათია ამჟამად საწოლს არის მიჯაჭვული, სახსრების საშინელი ტკივილი მას არ აძლევს ლოგინიდან წამოდგომის საშუალებას, ხოლო ძლიერი ხველის გამო კრუნჩხვები ემართება.

სიტუაცია კატასტროფულია და ყოველდღიურად მძიმდება. პატარა ქეთი, რა თქმა უნდა, მდგომარეობის სირთულეს ბოლომდე ვერ აღიქვამს, მაგრამ სულის სიღრმეში დედის ავადმყოფობას უზომოდ განიცდის: დილით რომ იღვიძებს, პირველ რიგში მას ჰკოცნის, ეფერება და ეალერსება, ხოლო სკოლიდან დაბრუნებული, დედას არ შორდება, ცდილობს ანუგეშოს და გაამხნეოს ლექსებითა და სიმღერებით...

„ხშირად ვცდილობ მოვიკრიბო ძალ-ღონე და ტკივილები ჩუმად ავიტანო, რადგან ჩემი გოგო ისეთი მგრძნობიარე ბავშვია, რომ ღამით პატარა ხველების გაგონებაზეც კი წამოხტება და შეშინებული მეკითხება: „დედიკო, ხომ ხარ კარგად? რამე ხომ არ გინდა?“, - გვიყვება ნათია.

ნათია ჩიმახიძეს თავიდანვე არასწორი დიაგნოზი დაუსვეს. სიმსივნის ნაცვლად ექიმები ტუბერკულოზს მკურნალობდნენ. ზუსტი დიაგნოზი ორიოდე წლის დადგინა და ნათიაც მკურნალობას შეუდგა. პირველ ეტაპზე ჯამრთელობის მდგომარეობა, ერთი შეხედვით, გაუმჯობესდა.

„ჩვენი სოფლის მკვიდრი, მრავალშვილიანი დედა ლალი აბულაძე, რომელსაც თქვენმა ფონდმა ძალიან დიდი დახმარება აღმოუჩინა, ამავე სენით იყო დაავადებული. გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე მოვინახულე იგი. მახსოვს, რატომღაც მაშინ გავიფიქრე: ეჰ, ლალი რა ცუდად არის და მე კი გამოვედი რთული მდგომარეობიდან...თუმცა, ეს მხოლოდ მოჩვენებითი ყოფილა“,- იხსენებს ნათია.

ნათია ჩიმახიძეს პენსიონერი დედა უვლის, რომლის მწირი პენსია ელემენტარული პროდუქტების საყიდლად თუ ჰყოფნით, რომ არაფერი ვთქვათ ავადმყოფისთვის აუცილებელი სამკურნალო პროცედურების ჩატარებაზე. სნეული დედა, პატარა ბავშვი და ბებია ერთ ციცქნა ოთახში ცხოვრობენ, სადაც ფანჯრის რაფიდან ქარი უბერავს, ხოლო კედლები ნესტითაა დაფარული. მათი დამხმარე არავინაა. ამ ოჯახისთვის მზე, თითქოს, სამუდამოდ ჩაესვენა.

ნათია ბუნებით ოპტიმისტი ადამიანია და მაინც არ კარგავს გამოჯანმრთელების იმედს. ერთადერთი რამ, რასაც იგი შესთხოვს უფალს - ეს არის სიცოცხლის გახანგრძლივება, რათა პატარა ქეთის ფეხზე დაყენება მოასწროს და რაც შეიძლება მეტი სიყვარული აჩუქოს მას.

ექიმები ნათიას სთავაზობენ „BRAF მუტაციის“ ანალიზის სასწრაფოდ აღებას. ეს იმის საშუალებას მისცემს მედიკოსებს, რომ დაინიშნოს ადეკვატური მკურნალობის კურსი.

დიახ, ნათიას აქვს შანსი! თუმცა ეს იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ მას ერთობლივად დავეხმარებით!

მეგობრებო, თუ გაქვთ შესაძლებლობა დაეხმაროთ ნათია ჩიმახიძეს, თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ნათია ჩიმახიძე) ან ჩარიცხოთ პირდაპირ ჩვენი საიტიდან: chernovetskyifund.ge.

თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (გადახდის წესები იხილეთ შემდეგ მისამართზე: https://goo. gl/GY2Gus).

ახლა მხოლოდ თქვენს ხელთაა ამ ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე! ახლა მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ 7 წლის ქეთი ობლობისგან იხსნათ!





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42