4 მცირეწლოვანი ბავშვი და საწოლს მიჯაჭვული მამა ნახევრად დანგრეულ ბოსელში ცხოვრობენ... - კაპანაძეების ტრაგიკული ცხოვრება
საზოგადოება - 11:06, 27 Feb, 2018     3564

გვერწმუნეთ, ასეთ სიღარიბეს ფილმებშიც კი ვერ ნახავთ. ჩვენ დაგვიწერია უმძიმეს ვითარებაში მცხოვრები მრავალშვილიანი ოჯახების, განუკურნებელი სენით დაავადებული ახალგაზრდების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების შესახებ... მაგრამ კაპანაძეების ოჯახის ისტორია - ეს ნამდვილი კატასტროფაა!

ოთხი მცირეწლოვანი ბავშვი და საწოლს მიჯაჭვული მამა ნახევრად დანგრეულ ბოსელში ცხოვრობენ...მათ ირგვლივ გამეფებულია სიცივე, შიმშილი, სიბნელე და შიში. ირმა, ოჯახის დედა, წელებზე ფეხებს იდგამს, რათა შვილებსა და სნეულ მეუღლეს არ მოაკლდეს ზრუნვა... მაგრამ, როდესაც საცხოვრებელში ტემპერატურა ნულს ქვემოთ ეცემა, ხოლო პურის საყიდელი ფული შემოელევა, ახალგაზრდას ქალს სასოწარკვეთა მოიცავს და უსუსურობის მწარე განცდა ახრჩობს.

„უფალს მხოლოდ ერთ რამეს შევთხოვ - ჩემი მეუღლის გიორგის გამოჯანმრთელებას, - ამბობს ირმა. გული მიკვდება, როდესაც მის ნაღვლიან თვალებს ვუყურებ, რომლებიც თითქოს პატიებას ითხოვენ იმ ჯოჯოხეთის გამო, რომელშიც აღმოჩნდა ჩვენი ოჯახი“.

3 წლის წინ, გიორგი ავარიაში მოყვა და სასწაულად გადაურჩა სიკვდილს, თუმცა მას შემდეგ სიარული არ შეუძლია, ფეხები პარალიზებული აქვს, ხოლო გაუსაძლისი ტკივილები დღემდე აწუხებს. უფრო მეტიც, რაც დრო გადის, მისი მდგომარეობა უარესდება. კრუნჩხვები ხშირად ღამით ემართება, მამის კვნესაზე ბავშვები იღვიძებენ, წამოხტებიან საწოლიდან, ეალერსებიან და ცდილობენ მის დამშვიდებას.

ამ წლების განმავლობაში კაპანაძეების ოჯახის კარ-მიდამო სრულიად გაპარტახდა, დამხმარე ძალა არსაიდან ჩანს, ირგვლივ სუფევს ქაოსი, სიღარიბე და...გამოუვალი უმძიმესი მდგომარეობა.

ბავშვები (უფროსი ათი წლისაა, ხოლო უმცროსი - ექვსის), იზრდებიან „სახლში“, სადაც არ არის წყალგაყვანილობა, იატაკის ნაცვლად ცემენტის საფარია, დაობებული კედლები ყარს, ნაგავი მიმოფანტულია მთელს ეზოში, ჭერის ნაპრალებში მორიელი ბუდობს, ხოლო დაჟანგული რკინის საწოლები, უკვე სახიფათოა ჯანმრთელობისთვის...დიახ, მათი ბავშვობა ასეთ გაუსაძლის პირობებში ვითარდება, ეს არ არის ცხოვრება, ეს, უბრალოდ, საცოდავი არსებობაა.

რა უნდა გააკეთოს დედამ, რომლის ცხოვრება უცებ 180 გრადუსით შეტრიალდა? რა უნდა მოიმოქმედოს ახალგაზრდა ქალმა, რომლის მეუღლე შრომისუუნარო გახდა, ხოლო 4 შვილი საჭიროებს საჭმელს, ჩასაცმელს, სითბოს და მოვლა-პატრონობას? შესძლებს მარტო გაუმკლავდეს ამ უმძიმეს ვითარებას?

„უფალს შევთხოვ, რომ ჩემი შვილები არასდროს გახდნენ ავად, რომ მათაც იცოდნენ თუ რა არის ეს ტკბილი სიტყვა „ბავშვობა“, მათ ხომ გაჭირვების მეტი არაფერი აქვთ ნანახი...თუმცა მე არ ვკარგავ იმედს, რომ კეთილი ადამიანების დახმარებით ჩვენ შევძლებთ გადავლახოთ ეს ურთულესი პერიოდი და გამოვიდეთ სიღარიბის მარწუხებიდან“,- ამბობს ირმა და ვერ იკავებს ცრემლებს...

დიახ, ნამდვილად რთული წარმოსადგენია, რომ ჩვენს დროში, თბილისიდან 1 საათის სავალზე, სოფელ კარბში ცხოვრობს ოჯახი, რომელიც სიღარიბის ფსკერზე იმყოფება, რომლის იქით უკვე ...„არაფერია“.

კაპანაძეების ოჯახი საჭიროებს ფაქტიურად ყველაფერს! მეგობრებო, თუ გაქვთ შესაძლებლობა დაეხმაროთ მათ უმძიმესი მდგომარეობიდა გამოსვლაში, თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: კაპანაძეების ოჯახი) ან ჩარიცხოთ პირდაპირ ჩვენი საიტიდან: chernovetskyifund.ge.

თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (გადახდის წესები იხილეთ შემდეგ მისამართზე: https://goo. gl/GY2Gus).

სიკეთე სიტყვებში ქმნის რწმენას. სიკეთე აზრებში ქმნის სიღრმეს. სიკეთე ცხოვრებაში ქმნის სიყვარულს!





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42