საკუთარ მუხლებს „მიჯაჭვული“ - 67 წლის ნანის ტრაგიკული ისტორია, რომელმაც მშობიარობის დროს ქვედა კიდეურები დაკარგა
საზოგადოება - 10:12, 27 Feb, 2018     1806

წამოდექით ფეხზე და გააკეთეთ ჩვეული მოქმედებები, რომლებსაც თქვენს ცხოვრებაში ყოველდღე აქვს ადგილი: დაიბანეთ ხელი, მოამზადეთ სადილი, გაისეირნეთ ქუჩაში. დიახ, ამაში გასაკვირი არაფერია, მაგრამ...აი, 67 წლის ნანი იოსავას ამის გაკეთება არ შეუძლია. მშობიარობის დროს მან ქვედა კიდურების დამბლა გადაიტანა. მისი მორჩენა ვერ მოხერხდა და დარჩა ნანი მთელი ცხოვრება საკუთარ მუხლებს „მიჯაჭვული“.

„ღმერთმა აშოროს ყველას იმის მწარე შეგრძნება, როდესაც ჯერ კიდევ ბავშვობაში ათვითცნობიერებ საკუთარ სენს და გესმის, რომ ნორმალური და ბედნიერი ცხოვრება არ გექნება, უკვე ყველაფერი დამთავრებულია და ოცნებაც ფუჭი იქნება“, - ამბობს ნანი და ვერ იკავებს ცრემლებს.

როგორც მან გვიამბო, ადრეულ ასაკში ბევრს ტიროდა, გაურბოდა ბავშვებთან ურთიერთობას, რომლებიც მასზე ხუმრობდნენ და ხანდახან დასცინოდნენ კიდეც. მაგრამ მოგვიანებით, როცა წამოიზარდა, მტკიცედ გადაწყვიტა, რომ საკუთარი თავი უნდა მიეღო ისეთი, როგორიც არის…

ნანი მხოლოდ ჩოქვით გადაადგილდება. მუხლები მისთვის არის ერთადერთი საყრდენი ძალა, რომელთა მეშვეობით ეს ხანდაზმული ქალი საოცარ რაღაცეებს აკეთებს: ხოხვით ეშვება კიბეებზე, რომ საპირფარეშოთი ისარგებლოს და წყალი მოიტანოს, რომელიც ეზოშია; მუხლებზე „დამდგარი“ რგავს ბოსტანში მწვანილს და ბოსტნეულს; დაჩოქილი რეცხავს იატაკს და ამზადებს სადილს... და ასე გრძელდება 67 წელი!

დღეს ეს ხანდაზმული ქალი დუხჭირ პირობებში ცხოვრობს. სიცოცხლის ბოლო წლებს მარტოობაში და სიღარიბეში ატარებს. მისი სახლი, რომელიც 1954 წელს არის აშენებული, ავარიულ მდგომარეობაშია: იატაკი დალპა, სახურავიდან წვიმა ჩამოდის, კედლები დანესტიანდა, ირგვლივ კი საშინელი სუნი დგას. ნანი ლამის გაყინულ ოთახში ცივ იატაკზე წევს და ხშირად პურის ფულიც არ აქვს. მისი სხეული უკვე ვერ უძლებს დატვირთვას და ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება.

უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში მან ორჯერ გადაიტან კუჭის ოპერაცია და სასწაულად გადარჩა.

„აი, ასე ვცხოვრობ....თუ ამას ცხოვრება ჰქვია...მთელი ცხოვრება მუხლებზე გავატარე, ტკივილში და უსუსურ მდგომარეობაში“, - გვითხრა ნანი იოსავამ, რომელიც ლოცულობს, რომ ღმერთმა აშოროს ადამიანებს ავადმყოფობა და სულიერი დაცემა.

მეგობრებო, ნანი იოსავა სასწრაფოდ საჭიროებს თქვენს დახმარებას. ამ მარტოხელა ხანდაზმულ ქალს სჭირდება საკვები პროდუქტები, მედიკამენტები, საყოფაცხოვრებო ნივთები, თეთრეული, ასევე მუხლების „ფიქსატორი“. მოდით, გავიწოდოთ მას დახმარების ხელი, შევუმსუბუქოთ მძიმე ყოფა და გავუხანგრძლივოთ სიცოცხლე!

თუ გაქვთ შესაძლებლობა დაეხმაროთ ნანი იოსავას, თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ნანი იოსავა) ან ჩარიცხოთ პირდაპირ ჩვენი საიტიდან: chernovetskyifund.ge

თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (გადახდის წესები იხილეთ შემდეგ მისამართზე: https://goo. gl/GY2Gus).

ჭეშმარიტი სიკეთე გულიდან მოდის!





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42