ვინ არიან ბაგრატიონები, რომელთაც დამწვარი ბაზრობა ეკუთვნით - ოფიციალური დოკუმენტები
საზოგადოება - 11:34, 27 Feb, 2018     16337
დაიწვა თუ დაწვეს? - სავაჭრო ცენტრ „თერგში“ გვიან ღამით გაჩენილ ხანძართან დაკავშირებითაც ეს იქნება მთავარი კითხვა მანამ, სანამ ბურუსით მოცულ შემთხვევას სამართალდამცავები ობიექტურად არ გამოიძიებენ, რისიც სავაჭრო ცენტრში დასაქმებულებს არ სჯერათ.

თუ დამწვარი ბაზრებისა და ცალკეული ობიეატების საქმეებს გადავხედავთ, პესიმიზმის საფუძველი ნამდვილად არსებობს:

1. დამწვარი ,,ლილოს" ბაზრობა – 2012/15/11

2. დამწვარი სავაჭრო ცენტრი ,,საბა" – 2013/26/02

3. დამწვარი ,,ევროპარკი" – 2013/17/07

4. დამწვარი ,,ბოშათა" ბაზრობა – 2014/16/09

5. დამწვარი ,,ხოფას" ბაზრობა – 2014/7/12

6. დამწვარი ,,ელიავას" ბაზრობა – 2014/27/12

7. დამწვარი ,,ისნის'' ბაზრობა – 2015/21/01

8. დამწვარი ,,ელიავას" ბაზრობა – 2015/4/08

9. დამწვარი ,,შავი" ბაზრობა – 2016/2/08

10. დამწვარი ბაზრობა და ბავშვთა სამყარო – 2017/29/01

როგორც აღვნიშნეთ, არცერთ ჩამოთვლილ „ქეისზე“ გამოძიებას ამომწურავი პასუხი ამ დრომდე არ გაუცია.

„თერგის“ თანამშრონლები კი დარწმუნებულები არიან, რომ ბაზრობა „ივანიშვილის დავალებით გადაწვეს“.

ისიც საგულისხმოა, რომ სავაჭრო ცენტრი ბაზრობების სავალდებულო დაზღვევამდე ორი დღით ადრე დაიწვა.

მეტი სიცხადისთვის, 2018 წლის პირველი მარტიდან, საქართველოში სავალდებულო ხდება სავაჭრო ცენტრების, ბაზრობების, სასტუმროებისა და ბენზინგასამართი (ასევე, აირგასამართი) სადგურების დაზღვევა.

მთავრობის მიერ 2017 წლის 28 დეკემბერს მიღებული დადგენილებით, ობიექტების მფლობელი ვალდებულია, დააზღვიოს მის საკუთრებაში არსებული ქონება, ბაზრობების შემთხვევაში კი მოვაჭრეთა სიცოცხლე და ქონება.

ამასთან, სავაჭრო ცენტრ „თერგში“ მომუშავეთა ინფორმაციით, ტერიტორიით დაინტერესება კონკრეტულმა პირებმა არაერთხელ გამოთქვეს, თუმცა ტერიტორია არ გასხვისდა.

მოვაჭრეებმა გააჟღერეს ერთ-ერთი მეწილის გვარი - ბაგრატიონი, რომელიც მედიასთან ამ დრომდე არ გამოჩენილა.

ცაბაძის #8 ში არსებული ბაზრობები - „თერგი“ და „ქალაქის გული“ სამგორის რაიონის ყოფილი გამგებლის და მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის გიორგი ბაგრატიონის ოჯახს უკავშირდება. კერძოდ, „ქალაქის გულის“ გენერლური დირექტორი მისი მამა მუხრან ბაგრატიონია. „ქალაქის გულის“ 44.57%-ის მფლობელი, საჯარო რეესტრის მონაცემებით, შპს „თერგიI“-ია. თავის მხრივ „თერგიI“-ის ერთ-ერთი მეწილეა ბაგრატიონების მოგვარე თეონა ბაგრატიონი. ორივე შპს-ს ხელმძღვანელობაში ერთ-ერთ დირექტორად ფიქსირდება ჯემალ ქადაგიშვილი.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ შპს „თერგიI“-ის 64.6 %-იანი წილის მფლობელი შპს „თი ელ ჯი“-ა, რომლის 100%-იანი წილს ბექა სურამელი ფლობს.

ცნობისთვის, 2012-2014 წლებში შპს. „თი ელ ჯი“-ს კომერციული დირექტორის თანამდებობას, სწორედ გიორგი ბაგრატიონი იკავებდა.

„თერგიI“-ის დოკუმენტაცია


"ქალაქის გულის" დოკუმანტაცია

შპს "თი ელ ჯი"-ს დოკუმანტაცია

ცნობისთვის: ცაბაძის ქუჩაზე ხანძარი წუხელ, ღამე, დაახლოებით, 00:00 საათზე გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის, გიორგი მღებრიშვილის ინფორმაციით, დამწვარია, მინიმუმ, 3000 კვ.მ. ფართობი.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ამ დრომდე ობიექტებზე მომუშავე პირებს არ ეძლევათ საშუალება, შევიდნენ და ნახონ საკუთარი პროდუქცია, რადგან ტერიტორიაზე კვლავ ძლიერი დაკვამლიანებაა.

„თერგის“ ტერიტორიაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულები არიან შეკრებილი და ხელისუფლებას დამწვარი საქონლის ღირებულების ანაზღაურებას სთხოვენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42