თსუ-ს ინგლისურენოვანმა პროგრამებმა აკრედიტაცია მოიპოვეს
საზოგადოება - 17:01, 26 Feb, 2018     1044
მომავალი სასწავლო წლიდან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები არსებულ სასწავლო პროგრამებთან ერთად, ახალ უცხოენოვან პროგრამებზეც ისწავლიან. თსუ-მ სამი ინგლისურენოვანი პროგრამის აკრედიტაცია მიიღო. თსუ სტუდენტები მათემატიკის სადოქტორო, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამაგისტრო და ურბანისტიკის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებზე იმ სტანდარტებით ისწავლიან, რომელიც პასუხობს თანამედროვე მსოფლიოს გამოწვევებს და ხელს შეუწყობს მათ კონკურენტუნარიანობას შრომის საერთაშორისო ბაზარზე.

ინგლისურენოვანი პროგრამების შემუშავება თსუ-ში საერთშორისო თანამშრომლობის მხარდაჭერით განხორციელდა. საქართველო-ნორვეგიის თანამშრომლობითი ინოვაციური სამაგისტრო პროგრამა «საზოგადოებრივი ჯანდაცვა» შემუშავდა ნორვეგიის განათლების სფეროში საერთაშორისო კოოპერაციის ცენტრის (SIU) მიერ დაფინანსებული პროექტის ,,საქართველო-ნორვეგიის თანამშრომლობა საზოგადოებრივ ჯანდაცვაში’’ ფარგლებში თსუ-ს, ნორვეგიის არქტიკული უნივერსიტეტის/ტრომსოს უნივერსიტეტის (UiT) (ნორვეგია) და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) თანამშრომლობით.

მათემატიკის ინგლისურენოვანი სადოქტორო პროგრამა შემუშავებულია გერმანული სამეცნიერო ფონდის Volkswagen Stiftung მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში გოტინგენის გეორგ-აუგუსტუსის უნივერსიტეტის მათემატიკის ინსტიტუტის პროფესორების რალფ მეიერის და ინგო ვიტის მონაწილეობით, რომლებიც თავადვე არიან პროგრამის ხელმძღვანელებიც. სადოქტორო პროგრამა შექმნილია გოტინგენის გეორგ-ავგუსტის უნივერსიტეტის (Georg-August University of Goettingen) მათემატიკის სადოქტორო პროგრამის ანალოგიით.

რაც შეეხება ურბანისტიკის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა განხორციელდება თსუ ჩართულია TEMPUS პროგრამის „Reform of Education Thru International Knowledge Exchange“ფარგლებში, რომელშიც ჩართულია თსუ. პროგრამა ითვალისწინებს ქართულ და ევროპულ უნივერსიტეტებს შორის სადოქტორო და სამაგისტრო ორმაგი ხარისხის მიმნიჭებელი (Double Degree) პროგრამების განხორციელებას ურბანისტიკასა და არქიტექტურაში.

მსგავსი პროგრამების განხორციელება ხელს შეუწყობს თსუ-ს კვლევებითა და ინოვაციებით საუნივერსიტეტო ტრადიციების განვითარებას და თანამედროვე ტენდენციების გაზიარებას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42