დეკანოზის განცხადებით, საქართველოს ეკლესიისთვის ძალიან მტკივნეულია ის, რომ მოსახლეობა ქვეყანას ტოვებს:
„საქართველოს ეკლესიისთვის ეს საკითხი ძალიან მტკივნეული საკითხი გახლავთ, ვგულისხმობ იმას, რომ მოსახლეობა ქვეყანას ტოვებს. საქართველოს მოქალაქეები ხშირად თავშესაფრის მოთხოვნის მიზნით და სამუშაოს საძიებლად მიემგზავრებიან. შესაბამისად, ეკლესია ყოველთვის ცდილობს, ამ ადამიანებს შეაგონოს, რომ იქნებ, რაღაც გამოსავალი აქ ადგილზე იპოვონ და სხვა ქვეყანაში თავშესაფარი არ ეძებონ. აქედან გამომდინარე, ვიზალიბერალიაცია რისთვისაც დღევანდელი შეხვედრა გაიმართა, საქართველოსთვის ნამდვილად დიდი მონაპოვარია და ჩვენ უფლება არ გვქვს არასახელმწიფოებრივად ვიაზროვნოთ, რადგან ერთია, მე პირადად რა მჭირდება და მეორეა – ჩვენს ქვეყანას რა სჭირდება“, – განაცხადა დეკანოზმა.
მასალის გამოყენების პირობები






