თბილისის მერი დიდ დიღომში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
საზოგადოება - 15:07, 25 Feb, 2018     1915

თბილისის მერი კახა კალაძე, მოადგილესთან ირაკლი ბენდელიანთან და საბურთალოს რაიონის გამგებელ გაიოზ ვასაძესთან ერთად, დიდ დიღომში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.

საგზაო სამუშაოები იოანე პეტრიწის ქუჩის №8, №8ა და №8ბ კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, შიდა ეზოებში, დაახლოებით 4300 კვადრატულ მეტრამდე ასფალტის ახალი საფარი დაიგება, ასევე მოეწყობა ახალი ბორდიურები. საგზაო სამუშაოებისათვის 260 000 ლარია გამოყოფილი.

კახა კალაძის განცხადებით, გაზაფხულიდან თბილისში მასშტაბური პროექტების განხორციელებაა დაგეგმილი.

„გაზაფხულიდან მთელ ქალაქში საკმაოდ მასშტაბური პროექტების განხორციელებას ვიწყებთ. ყველა რაიონში იგეგმება ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. ვფიქრობ, მოსახლეობა ძალიან კმაყოფილი დარჩება. ჩვენს მიერ დაანონსებული იყო აღმშენებლობის პროცესი და გაზაფხულიდან სწორედ ამ პროექტების განხორციელებას დავიწყებთ“,- განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერი სარეაბილიტაციო სამუშაოებს თავდადებულის ქუჩაზეც გაეცნო, სადაც ასევე დაახლოებით 4300 კვ.მ ფართობის გზის რეაბილიტაციაა დაგეგმილი. გარდა ამისა, თავდადებულის ქუჩა №14-ის მიმდებარედ, ამ დროისთვის მიმდინარეობს სკვერის მოწყობის სამუშაოები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42