მინიატურის ავტორი ვახტანგ ზღულაძეა, რომელიც ასევე "ბლექს სი არენასთან" გაკეთებული "მუსიკოსთა პარკის" ავტორია.
"არანაირი პროექტი მე ოზურგეთის პარკში არ დამიწყია, მთხოვეს და გავაკეთე, დასრულებული არ არის, კიდევ უნდა გავაგრძელო. თუ მაქ ასე აღიქვამენ შემოქმედებას და ჯუჯა ფალოსი ჰგონიათ, კარგად ყოფილა საქმე. ზოგიერთებს აზრი თუ არა აქვს თავში ბოლო ბოლო ავდგები და მოვხერხავ, რა პრობლემაა? შეიძლება ასეთი ავადმყოფური მიდგომა? ზღაპრის გმირები არ გინახიათ? პარკებში რომ არის სოკოებივით ამოსული? მე მაგ პარკს დავასრულებ და სამუშაოებს ბოლომდე მივიყვან, მაგრამ შეურაცხყოფილი ვარ მეც გამიგეთ. ჩვენ გვთხოვეს ერთი ორი ეგზემპლარით გაგველამაზებინა პარკი, ეს არის და ეს. მაპატიეთ მაგრამ, ეს განათლების პრობლემაა, ინტელექტის პრობლემაცაა, როგორ შეიძლება ფალოსს შეადარო, უკეთესი ცხოვრებაში არაფერი უნახავს?- "- აცხადებს ზღულაძე.
მასალის გამოყენების პირობები






