თსუ განათლების საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობს
საზოგადოება - 17:18, 23 Feb, 2018     1536
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საგამოფენო ცენტრ „ექსპო-ჯორჯიაში“ განათლების საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობს. ღონისძიების გახსნას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეები ქეთევან ნატრიაშვილი, ლია გიგაური, ალექსანდრე თევზაძე, თსუ ფაკულტეტების დეკანები, პროფესორები, სტუდენტები ესწრებოდნენ.

თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბევრ საინტერესო პროგრამას სთავაზობს აბიტურიენტებს და განათლების საერთაშორისო გამოფენა ძალიან კარგი ფორმატია მომავალი სტუდენტებისთვის საჭირო ინფორმაციის მისაღებად. „ჩვენ ვართ 100 წლის ახალგაზრდა უნივერსიტეტი, რომელიც ახლაც ლიდერია კავკასიის რეგიონში. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აბიტურიენტებს 250 აკადემიურ და უამრავ გაცვლით პროგრამას სთავაზობს. იმედი მაქვს, რომ ბევრი აბიტურიენტი გახდება ჩვენი სტუდენტი და გახდება ნაწილი იმ დიდი ოჯახისა, რომელსაც 300 ათას წევრიანი თსუ-ს ოჯახი ჰქვია,“ - აღნიშნა თსუ რექტორმა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს ინფორმაცია ჰქონდეთ იმ სერვისებთან და გაცვლით პროგრამებთან დაკავშირებით, რომელიც დღეს არსებობს. განათლების საერთაშორისო გამოფენა, რომელიც უკვე მერვედ იმართება, სწორედ ამ ინფორმაციის გაზიარებას უწყობს ხელს,“ - განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა.

თსუ განათლების საერთაშორისო გამოფენაზე ტრადიციულად სპეციალური სტენდით არის წარმოდგენილი, სადაც გამოფენის სტუმრები ინფორმაციას იღებენ თსუ ფაკულტეტების, საგანმანათლებლო პროგრამების (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა), გაცვლითი პროგრამების შესახებ.

ერთ-ერთი აბიტურიენტის მარიამ პერტახიას თქმით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მისთვის პრიორიტეტულია. „განხილვის პროცესში ვარ, თუმცა, საბოლოოდ, ალბათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტზე შევჯერდები, რადგან საქართველოში პირველი უნივერსიტეტია, ბევრი გაცვლითი პროგრამა აქვს, სწავლების მაღალი დონე და ისეთი გარემოა, ვფიქრობ, სწავლაში ხელი შეგვეწყობა,“ - აღნიშნა მარიამ პერტახიამ.

2018 წელი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის საიუბილეო წელია - 100 წლის უნივერსიტეტი ამ წელს განსაკუთრებული მიღწევებით ხვდება:

თსუ დღეს ერთადერთი უნივერსიტეტია კავკასიაში, რომელიც შედის მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების 2%-ში, N359 /The U.S. News&World Report - Best Global Universities Ranking/; (2017 წ.); Times Higher Education World University Rankings-ის მიხედვით არის N 801+ ; (2016 წ.); შანხაის დარგობრივ რანჟირებაში თსუ ფიზიკის მიმართულება - N151-200 ადგილზეა (2017 წ.);

თსუ-ში 22000-მდე სტუდენტი სწავლობს 67 საბაკალავრო, 95 სამაგისტრო, 51 სადოქტორო და 3 ერთსაფეხურიან სამედიცინო და პროფესიულ პროგრამაზე;

თსუ ლიდერი კვლევითი უნივერსიტეტია საქართველოში - ყოველწლიურად 200- ზე მეტი კვლევითი პროექტით და 500-მდე პუბლიკაციით იმპაქტ-ფაქტორიან გამოცემებში;

აქ მოქმედებს 22 უცხოენოვანი პროგრამა - საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო;

თსუ-ს ჰყავს 180-ზე მეტი საერთაშორისო პარტნიორი უნივერსიტეტი მსოფლიოს 50-მდე ქვეყანაში; 500-ზე მეტი საერთაშორისო სტუდენტი;

თსუ ბიბლიოთეკებში არის დაცული 8 მილიონამდე წიგნი და 22 მილიონამდე გამოგონება/პატენტი; თსუ პროფესორებსა და სტუდენტებს აქვთ წვდომა საერთაშორისო სამეცნიერო ელექტრონულ ბაზებსა და რესურსებზე;

მათ ემსახურება თანამედროვე სასწავლო სივრცეები - 16 კვლევითი ინსტიტუტი, 85-მდე სასწავლო ლაბორატორია. მათ შორის ფაბლაბი, SMART|Lab, SMART|At¬moSim-Lab, Bloomberg ლაბორატორია, სან-დიეგოს უნივერსიტეტის მიერ მოდერნიზებული ფიზიკისა და ქიმიის ლაბორატორიები, მულტიმედია ცენტრი, არქეოლოგიური საველე ბაზა გრაკლიან გორაზე, სახვითი ხელოვნების სტუდია და სხვა;

აქ ახალგაზრდებს აქვთ აქტიური სტუდენტური ცხოვრებისა და თანამედროვე სტუდენტური საერთო საცხოვრებლით სარგებლობის შესაძლებლობა.

თსუ ყველაზე მოთხოვნადი უნივერსიტეტია საქართველოში პირველი არჩევანის მიხედვით (7711 აბიტურიენტის პირველი პრიორიტეტი 2017 წელს)

უნივერსიტეტს ჰყავს 300 000-ზე მეტი კურსდამთავრებული. თსუ კურსდამთავრებულები არიან: საქართველოს მთავრობის წევრთა 92% (13 მინისტრი 14-დან) საქართველოს პარლამენტის წევრების 46% (69 პარლამენტარი 150-დან); მოსამართლეების 99%; დიპლომატიური კორპუსის 50%-მდე და ა.შ.

კავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტი, რომელმაც ქართულ ენაზე სწავლებითა და ქართული საგანმანათლებლო ტრადიციების გათვალისწინებით, საფუძველი ჩაუყარა საქართველოში ევროპული ტიპის უმაღლეს სკოლას, 1918 წლის 8 თებერვალს (ძვ. სტილით, 26 იანვარს) დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს გაიხსნა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42