უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ ავტორიზაცია კიდევ ერთ უნივერსიტეტს შპს „წმინდა გრიგოლ ფერაძის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტს“ გაუუქმა.
განხორციელებული მონიტორინგის შედეგები გუშინ განიხილეს.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი შპს წმიდა გრიგოლ ფერაძის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის, შპს თბილისის სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტ ,,ჰიპოკრატეს“ და შპს თბილისის საერთაშორისო აკადემიის სტუდენტთა საყურადღებოდ ინფორმაციას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც სტუდენტებს რიგგარეშე მობილობით შესაძლებლობა ექნებათ შესაბამის პროგრამაზე გააგრძელონ სწავლა.
"საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დამტკიცებულ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესში ინიცირებულია ცვლილებები, რომელთა მიხედვითაც, სტუდენტები, რომლებიც სწავლობდნენ იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელსაც გაუუქმდა ავტორიზაცია, გამარტივებული წესითა და პირობებით ისარგებლებენ რიგგარეშე მობილობის უფლებით და შესაძლებლობა ექნებათ სწავლა გააგრძელონ სხვა ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაბამის პროგრამაზე" - აღნიშნავენ განათლების ხარისხის ეროვნულ ცენტრში.
მასალის გამოყენების პირობები