მთაწმინდის ქედი ჩამოიშალა და მოსახლეობას დიდ საფრთხეს უქმნის, სპეც-ტექნიკა დემონტაჟის სამუშაობს კვლავ აგრძელებს (ვიდეო)
საზოგადოება - 15:00, 23 Feb, 2018     4364

ძველი თბილისის რაიონში, ნინო ჟვანიას ქუჩაზე, სპეც-ტექნიკით კლდის ერთკვირიანი ნგრევის შედეგად მთაწმინდის ქედმა თავად დაიწყო ჩამოშლა, რამაც ბოლო დღეების განმავლობაში უკიდურესად საშიში სახე მიიღო. მიუხედავად ამისა, დღეს დილიდან ქედის დემონტაჟი კვლავ განახლდა. ინფორმაციას საავტომობილო გზების ასოციაცია ავრცელებს.

„დღეს დილიდან განახლდა მთაწმინდისა და კუს ტბის დამაკავშირებელი ქედის დემონტაჟი, მრავალბინიანი კორპუსის აშენების მიზნით. ქედზე ისედაც, მუდმივად მიმდინარეობდა ნიადაგის ჩამოშლა და ქანების მოძრაობა. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წლის წინ მეწყერმა, რომელიც ამავე ქედზე განვითარდა, ჭონქაძის ქუჩაზე გაანადგურა ბენზინ გასამართი სადგური და დახოცა ადამიანები. მშენებლობა არის უაღრესად საშიში, ვინაიდან ის მიმდინარეობს ხეობაში, რომელიც ყოველთვის იყო მეწყერსაშიში. საფრთხე შეექმნება არა მარტო ახალ კორპუსში შესახლებულ მოსახლეობას, არამედ წლების წინ აქ დაფუძნებულ მაცხოვრებლებს. ქედის თხრის შედეგად იკვეთება, რომ მიწა სულ უფრო და უფრო ნესტიანი ხდება, რაც კუს ტბის სიახლოვით უნდა იყოს განპირობებული. ექსპერტების მოსაზრებით, არის საშიშროება კუს ტბის გამოჟონვის და ჟვანიას/შატბერაშვილის/კეკელიძის ქუჩების დატბორვა-განადგურების. ქედის მოშლის შედეგად, ხეობა, რომელიც დღემდე მეტნაკლებად, ბუნებრივად არეგულირებდა წყლის გატარებას თავსხმა წვიმების დროს, დაკარგავს წყალშემკრებ, წყალმარეგულირებელ და წყალშემკავებელ ფუნქციას. შედეგად, წვიმების დროს ნიაღვრის წარმოქმნის ალბათობა ხდება მაღალი, რაც განადგურებით ემუქრება ამ ქუჩებზე, წლების წინ გაშენებულ სახლებს და მოსახლეობას. მოვუწოდებთ თბილისის მერიას შეაჩეროს უკანონოდ დაკანონებული მშენებლობა, რომელიც საფრთხეს უქმნის მოსახლეობის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს! მოვუწოდებთ, დარგობრივ ორგანიზაციებს "მწვანე ალტერნატივა", CENN-ჯგუფს, დამოუკიდებელ ექსპერტებს და სხვებს შეაფასონ აღნიშნული ფაქტი და გამოაქვეყნონ შეფასებები საჯაროდ!" - აღნიშნულია საავტომობილო გზების ასოციაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42