GREAT GREATER GREATEST! - ირაკლი გოგიას საოცარი გარღვევა თეატრალური ხელოვნებით
კულტურა - 17:52, 22 Feb, 2018     1803
კორნელის უნივერსიტეტის ატკინსონის მდგრადი მომავლის ფაკულტეტის საპატიო პროფესორი გეილ ჰოლსტ- უორჰაფტახმეტელის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს - ირაკლი გოგიას წერს : ეს არის სრულიად არაჩვეულებრივი სამუშაო, ირაკლი - გილოცავთ თქვენს ამ ნაბიჯს საქართველოში კონფლიქტების მოგვარების დაუსრულებელ ბრძოლაში. თქვენ და თქვენი კოლეგები ხართ მაგალითი ყველა ჩვენგანისათვის.

გეილ ჰოლსტ- უორჰაფტის აღფრთოვანების მიზეზი ის არაჩვეულებრივი გარღვევა, რაც ახმეტელის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ირაკლი გოგიამ, თეატრალური ხელოვნების საშუალებით ახმეტელის თეატრის მსახიობებთან და ექვსი სხვადასხვა ქვეყნის რეჟისორთან ერთად მოახერხა Project CREATE-ის ფარგლებში. ჰენრიკ იბსენის 'ხალხის მტრის' მოტივებზე აგებული პროექტი, რომელიც ბრუს ლევიტის და ანტონინ მარტოს შემოქმედებით ხედვას ეფუძნებოდა, იმდენად ინოვაციური და რევოლუციური გახდა, რომ მოიპოვა საერთაშორისო აღიარება მსოფლიოს წამყვანი სოციალური მეცნიერების წარმომადგენლებისაგან. ამ პროექტის ცენტრში იყო ქართველი და აფხაზი ხელოვანების ერთობლივი თანამშრომლობითი პროექტები, სადაც ანდრია გველესიანთან და გიორგი ცხადაძესთან ერთად აქტიურად მონაწილეობდნენ მართა ცვიშბა და მიკა ტუჟბა. ეს პროექტი მსოფლიო სოციალური მეცნიერების წამყვანმა სპეციალისტებმა თანამედროვე იბსენიზმის მაგალითად მონათლეს ოსლოს მშვიდობის ინსტიტუტის დამაარსებელმა და 'სოციოლოგიის პიკასოდ' წოდებულმა ნორვეგიელმა მეცნიერმა, იოჰან გალტუნგმა ირაკლი გოგიას და მისი კოლეგების მიერ წარმართული პროექტი CREATE საუკეთესო სოციალურ თეატრალურ პროექტად გამოაცხადა უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში. GREAT GREATER GREATEST! - დაწერა დღევანდელი მსოფლიოს სოციოლოგიის ერთ-ერთმა წამყვანმა ფიგურამ იოჰან გალტუნგმა.

„ეს არის მართლაც და ერთ-ერთი უდიდესი გარღვევა სოციალური თეატრის ისტორიაში“ როგორც ამბობს გაილ ჰორსტ-უორჰაფტი. თანამონაწილეობითი თეატრის მთავარი კომპონენტი არის ის, რომ მოხდა თეატრალური მეთოდებით არსებული რეალობის შეცვლა. თეატრი ცვლის რეალობას, როგორც ამას იბსენიზმის კლასიკა ამბობდა. მაგრამ დღეს 21-ე საუკუნეა და უცხოელი სპეციალისტები აღნიშნავენ რომ სოციალური ქსელების ეპოქაში უფრო რეალური ცვლილებების მოხდენა არის შესაძლებელი. კერძოდ, შესაძლებელია კონფლქტური კერების ნეიტრალიზაცია და ნამდვილი თანამშრომლობითი ურთიერთობების ჩამოყალიბება. ირაკლი გოგიას და მისი კოლეგების ამ ნამუშევარმა ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ტრანსფორმაციული თეატრის განვითარებაზე. ინტერაქციული თეატრის ასეთმა განვითარებამ ახალი ეპოქა შექმნა.

უცხოელი ექსპერტები მთელს ამ კოლაბორაციულ პროცესში განსაკუთრებით გამოყოფენ აფხაზი მსახიობის - მართა ცვიჟბას როლს ქართველ მსახიობებთან, ანდრია გველესიანთან და გიორგი ცხადაძესთან ერთად. CREATE-ის მიმდინარეობისას რეჟისორის შემოქმედებითი მიდგომის წყალობით მოხდა ახალი პარადიგმების აღმოჩენა სხვადასხვა ტიპის კონფლიქტების მოგვარების საქმეში. რამდენად უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, თეატრალურმა პროცესმა ბიძგი მისცა ბევრად უფრო თანამშრომლობითი პროცესის დასაწყისს.

როგორც თანამედროვე პოლიტიკური მეცნიერების ერთ-ერთი წამყვანი წარმომადგენელი, მეთიუ ევანჯელისტა ამბობს, ირაკლი გოგიას და CREATE Project-ის მიდგომამ მთლიანად შეცვალა საერთო ლანშტაფტი სხვადასხვა კონფლიქტებთან მიმართებაში. 'ეს არის ჩვენი ინსპირაცია' - ამბობს მეთიუ ევანჯელისტა. ის ხაზს უსვამს იმ ფაქტს რომ სამხრეთ კავკასიაში კრეატიული პროცესი, დაიწყო , ამ პროცესმა შეიძლება რევერბერაცები მოახდინოს მთელს ახლო აღმოსავლეთში და შემდეგ უკვე შორეულ აღმოსავლეთშიაც. ეს მისაბაძი მოდელია. და სწორედ ახმეტელის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის - ირაკლი გოგიას თეატრალურმა მიდგომამ და ექსპერიმენტმა მოახდინა groudbreaking - გარღვევა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42