ხაშურიდან თბილისში გამოპარულ 10 წლის ბავშვს გიორგი ნოზაძეს, ამ წუთებში ზოოპარკს ათვალიერებინებენ. როგორც "ნიუპოსტს" შსს-ში განუცხადეს, ბავშვი პატრულის იმ ეკიპაჟმა წამოიყვანა ხაშურიდან, რომელმაც გუშინ დაკარგული იპოვა.
გიორგის ზოოპარკს, დირექტორი, ზურაბ გურიელიძე დაათვალიერებს. მას ერთწლიან აბონემენტს და ზოოპარკის საპატიო მეგობრის სერთიფიკატსაც გადასცემენ.
შეგახსენებთ, გუშინ პატრულის თანამშრომლებმა თბილისში 10 წლის ბავშვი დაკარგული იპოვეს. როგორც გაირკვა, გიორგი ნოზაძე ხაშურიდანაა, რომელსაც თბილისის ზოოპრკის ნახვა უნდოდა, ამისთვის სახლიდან გამოიპარა, მატარებელს გამოყვა და თბილისში ჩამოვიდა.
როგორც "ნიუპოსტს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ქუჩაში მარტო მიმავალი ბავშვი პატრულის თანამშრომლებმა შეამჩნიეს და ვინაობის გარკვევის შემდეგ სახლში დააბრუნეს.
მასალის გამოყენების პირობები






