თბილისის აეროპორტში ტარიფები უფრო მაღალია, ვიდრე ბარსელონაში - Ryanair-ი საქართველოში შემოსვლას არ აპირებს
საზოგადოება - 12:23, 22 Feb, 2018     2596

ერთ-ერთი ყველაზე დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair-ი საქართველოში შემოსვლას ამ ეტაპზე არ აპირებს და ამის ერთ-ერთ მიზეზად თბილისის აეროპორტში არსებულ მაღალ ტარიფებს ასახელებს.

როგორც "საზოგადოებრივი მაუწყებელი" იტყობინება, ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებს კომპანიის მიმართულებათა განვითარების ხელმძღვანელმა ნილ ოკონერმა განაცხადა, რომელიც საავიაციო ფორუმში CONNECT 2018 მონაწილეობს.

“წინა ხელისუფლების დროს დაშვებულ იქნა შეცდომა, როდესაც თბილისის აეროპორტი გადაეცა კონკრეტულ კომპანიას და დაწესდა ძალიან მაღალი ტარიფები. ასეთი ტარიფები ბარსელონაშიც კი არ არის, არადა თბილისში მხოლოდ 3 მილიონი მგზავრია. 40-50 მიმართულებიდან კი ევროპაში მხოლოდ 10-ზე ნაკლები სრულდება.

ჩვენ ვერ შევძელით ამ ეტაპზე შეთანხმების მიღწევა ქუთაისთან ან თბილისთან. ეს კარი ყოველთვის ღიაა. მოხარულები ვიქნებით განვაახლოთ მოლაპარაკებები. მომავალ წლებში ზრდის მნიშვნელოვანი გეგმები გვაქვს. არ არის მიზეზი, რის გამოც არ შეგვიძლია ფრენების დაწყება ქუთაისში ან თბილისში. თბილისი ბაზარია, რომელსაც სჭირდება განვითარება, აქ შეზღუდული ფრენების მიმართულებებია. ძალიან ბევრი რეისი სრულდება სტამბოლის გავლით. არა მგონია დაბალბიუჯეტიანი აეროპორტი ძვირი აეროპორტისგან 200 კილომეტრში იყოს გამოსავალი. პრობლემა სწორედ ძვირი აეროპორტია. ხარჯები თბილისში ძალიან მაღალია” - განაცხადა ნილ ოკონერმა.


წყარო: 1tv.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42