შინაგან საქმეთა სამინისტროს „112“-ის ბაზაზე ახალი პროგრამული უზრუნველყოფა შეიქმნა
საზოგადოება - 17:10, 21 Feb, 2018     974
შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი „112“ მუდმივად სთავაზობს სხვადასხვა სერვისს ჩვენს მოსახლეობას, რომელიც, პირველ რიგში, მორგებული არის მათ საჭიროებასა და კეთილდღეობაზე.


მიმდინარე წლის 20 თებერვალს გაიმართა ახალი პროგრამული უზრუნველყოფის პრეზენტაცია, რომელიც შეიქმნა „112“-ის ბაზაზე და ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თბილისის მერიის ერთობლივი პროექტი. ეს პროგრამა გულისხმობს დისპეტჩერიცაზიის გამარტივებულ პროცესს, რომელიც უზრუნველყოფს „112“-ში შემოსული შეტყობინების ელექტრონულად მიმოცვლას ჩვენს მომიჯნავე სამსახურებთან, ამ შემთხვევაში, ეს არის თბილისის საპატრულო პოლიცია და თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი. „112“-ში შემოსული შეტყობინება ონლაინ რეჟიმში გადაეცემა აღნიშნულ სამსახურებს, რაც კიდევ უფრო ოპერატიულს გახდის ჩვენს მუშაობას.

პროგრამის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა არის ის, რომ მინიმუმამდე დაჰყავს ვერბალური კომუნიკაცია და ის სავარაუდო ცდომილება, რაც შეიძლება, ვერბალური კომუნიკაციის დროს მოხდეს, ისეთ შემთხვევებში, როდესაც წამები გადამწყვეტია. სწორედ ამ ელექტრონული სისტემის მეშვეობით თავიდან ავიცილებთ ცდომილების ალბათობას.

როდესაც „112“-ში შემოდის შეტყობინება, ოპერატორი იღებს ინფორმაციას და შემდეგ გადასცემს დისპეტჩერს, რომელიც შესაბამის სამსახურს აწვდის რეაგირებისთვის საჭირო ინფორმაციას, ინციდენტის ტიპს, ასევე, თუ სად უნდა მივიდეს ესა თუ ის ბრიგადა - ზუსტად ეს არხი გახდა ელექტრონული და მინიმუმამდე შემცირდა ვერბალური კომუნიკაცია, რადიოსიგნალი თუ სატელეფონო კომუნიკაცია. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებსა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ბრიგადებში დამონტაჟდა პლანშეტები და ინფორმაციის ელექტრონული მიმოცვლის პროგრამა, რაც, საერთო ჯამში, ძალიან დიდ დროს ზოგავს თითოეული ინციდენტის დროს.

ამ ეტაპზე, კონკრეტულად მხოლოდ თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებისა და პოლიციის ეკიპაჟებისთვის მოხდა ელექტრონული სისტემის მიმოცვლის პროგრამის დანერგვა, სამომავლოდ იგეგმება, რომ სახანძრო-სამაშველო სამსახურიც დაიფაროს აღნიშნული კომუნიკაციის არხით.

მთელი თბილისის მასშტაბით, პლანშეტებით სრულად არის აღჭურვილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანები და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

ეს პროგრამა შეიქმნა „112“-ის ბაზაზე, რისთვისაც მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო „112“-ის პროგრამისტებს.

ეს პროგრამა საპილოტედ გაშვებული იყო რამდენიმე რეგიონში. პირველ ეტაპზე იგი დაინერგა თბილისში, სამომავლოდ კი რეგიონებსაც დაფარავს, ვმუშაობთ ამ მიმართულებით, რომ რეგიონებმაც ისარგებლონ მსგავსი სერვისით, რათა კიდევ უფრო სრულყოფილი გახდეს ჩვენი მოქალაქეებისთვის გადაუდებელი დახმარების გაწევა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი „112“ მუდმივად ცდილობს, რომ განახლებული სერვისები შესთავაზოს მომხმარებელს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42