ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე მდებარე მეორადი ავტობაზრობის მეპატრონე ხელმეორედ დაჯარიმდება
საზოგადოება - 14:57, 21 Feb, 2018     1176
ზედამხედველობის სამსახურში აცხადებენ, რომ ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე მდებარე მეორადი ავტობაზრობის მეპატრონე ხელმეორედ დაჯარიმდება.

„უნებართვოდ განთავსებულ შენობა-ნაგებობებზე, ვინაიდან ნაწილობრივ სახელმწიფო ტერიტორიაზეა, ნაწილი კი კერძოზე, ორ შემთხვევაში დაჯარიმდა 10 000 ლარით, თუმცა ერთ შემთხვევაში გასაჩივრებულია ზემდგომში, აქედან გამომდინარე კანონიერ ძალაში ჯერ არ არის შესული, მეორე შემთხვევაში უკვე დამდგარია შედეგი, ანუ ჯარიმის გადახდა გასაჩივრებული არ არის. ახლა ჩვენ დადგენილ ვადაში, უნდა დავაკისროთ დამატებითი საჯარიმო სანქცია და რა თქმა უნდა ეს გადაეგზავნება აღსრუების ეროვნულ ბიუროს, რომელსაც თავისი ვადები აქვს, თუმცა ჩვენი ვადა რაც არის, ამ ვადაში იძულებით გასახლების ბერკეტი კერძო მიწებზე სამწუხაროდ არ გვაქვს, აქედან გამომდინარე ჩვენი ბერკეტი არის დამატებით საჯარიმო სანქცია, რომელსაც ასევე მოქცევაში გავუშვებთ სააღსრულებლო ბიუროში. აქედან გამომდინარე მიმდინარეობს ყველა სამართლებრივი ნაბიჯის გადადგმა შესაბამის ვადებში. სახელმწიფო მიწა რომ იყოს, მაშინ შეიძლება იძულებითი წესით დაანგრიოს. გამომდინარე იქედან, რომ მეტწილად კერძო მიწაზეა საუბარი, იძულებითი აღსრულების გზას ვერ ვიყნებთ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ აღსრულების ეროვნულ ბიუროს ამის აღსრულება არ შეუძლია, რა თქმა უნდა თავის ვადებში. ჩვენი მხრიდან ერთ შემთხვევაში შემდგომი ნაბიჯი იქნება კიდევ ერთხელ დაჯარიმება, ჩვენი მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო. მეორე შემთხვევა გასაჩივრებულია და ზემდგომის მითითებას ელოდება სამსახური რა გადაწყვეტილებას მიიღებს. ჯარიმების შემდეგ საბოლოო შედეგი მაინც დემონტაჟი დგება, რომელსაც აღსრულების ეროვნული ბიურო იძულების წესით აღასრულებს, თუ რა თქმა უნდა მესაკუთრემ არ აღმოფხვრა ის სამართალდარღვევა, რომლის გამოც საჯარიმო სანქცია დადგა“, - განუცხადეს „ვექტორს“ ზედამხედველობის სამსახურში.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიის ზედამხედველოსბის სამსახურის მიერ ჩატარებული მოკვლევის შედეგად, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე ორი უკანონო კონსტრუქციის არსებობის ფაქტი დადასტურდა.

„ტერიტორიაზე დაფიქსირებულია ორ სხვადასხვა მისამართზე უნებართვოდ განთავსებული მსუბუქი და კაპიტალური კონსტრუქციის არსებობის ფაქტი. კონსტრუქციები გადადის სახელმწიფო ტერიტორიაზე. აღნიშნული ფაქტი ექვემდებარება 10 000 ლარიან ჯარიმას“, - განაცხადეს ზედამხედველობის სამსახურში.

ცნობისთვის, საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე მეორადი მანქანების ბაზრობა ერთხელ ამერიკის საელჩოს მოთხოვნით დაიხურა, თუმცა მოგვიანებით კვლავ გაიხსნა. აღნიშნულს საელჩოს წერილი ადასტურებდა, სადაც ნათქვამი იყო, რომ მიუხედავად აშშ-ის საელჩოს თხოვნისა თბილისის მერიისადმი, რომ შეეზღუდათ საელჩოს ტერიტორიასთან ახლოს მოქმედი ბაზრობა 2007 წელს, ბოლო 10 წლის მანძილზე ქალაქი საელჩოსთან ახლოს ბიზნესების და მშენებლობების რეგულაციებზე დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს იღებდა და საელჩოს თხოვდა, წინააღმდეგობა არ გაეწია.

წერილში ასევე ნათქვამია, რომ დღეს სიტუაცია შეიცვალა და საელჩო არ ითხოვს ბაზრობის გაუქმებას, თუმცა ქალაქის არქიტექტურული სამსახურის მასალებიდან ირკვევა, რომ მეორადი ბაზრობების ტერიტორიაზე არა მანქანების ბაზრობა, არამედ სავაჭრო პავილიონები უნდა ყოფილიყო.

საჯარო რეესტრის ამონაწერიდან ჩანს, რომ ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე ავტობაზრობის ტერიტორია მესაკუთრე შპს „დი ეს დი თეგეტას“ თბილისის არქიტექტურული სამსახურისგან მიღებული აქვს ნებართვა მე-4 კლასის პავილიონის მშენებლობაზე, მშენებლობის ვადა კი 2018 წლის 15 იანვრის ჩათვლით განისაზღვრება.

ანალოგიურად, გლდანი-დიღმის შემაერთებელ გზაზე გაცემულია ნებართვა მე-3 კლასის საგამოფენო დარბაზის მშენებლობაზე, რაზეც განმცხადებელს ასევე მიღებული აქვს ამერიკის საელჩოს თანხმობა, თუმცა საელჩოს წერილში ნათქვამია, რომ მისი თანხმობის გარეშე არ მოხდება პროექტის ფუნქციის შეცვლა ან გასხვისება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42