თსუ-სა და "საუნივერსიტეტო კლინიკას” შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საზოგადოება - 14:11, 21 Feb, 2018     1255
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და „აკად. ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ, ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნუნუ ოვსიანიკოვამ და „საუნივერსიტეტო კლინიკის“ გენერალურმა დირექტორმა იოსებ ბრეგვაძემ მოაწერეს.

თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, სამედიცინო მიმართულების სტუდენტები პრაქტიკას გაივლიან „საუნივერსიტეტო კლინიკაში“ და ჩართული იქნებიან ყველა იმ აქტივობაში, რომელიც მომავალი ექიმისთვის არის საჭირო. „ეს არის ძალიან კარგი შანსი მათთვის, რომ მომავალში დასაქმების პერსპექტივაც უფრო მაღალი ჰქონდეთ და სწავლების პერიოდში პრაქტიკული კომპონენტი მაქსიმალურად შემოვიდეს. ეს არის ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯი ორივე მხრიდან. კარგია, უნივერსიტეტს გაუჩნდეს დიდი ბაზა, რომელზე დაყრდნობითაც, ძალიან ბევრი მიმართულებით შეიძლება პროფესიონალების აღზრდა,“-აღნიშნა თსუ რექტორმა.

,,სასიხარულოა, რომ ჩვენი ალმამატერი და ღუდუშაურის კლინიკა, საკმაოდ ტრადიციული დაწესებულება სამედიცინო სფეროში, დაუკავშირდნენ სერიოზული მიზნების განსახორციელებლად. მიჭირს დავასახელო სფერო, სადაც თეორიისა და პრაქტიკის ისეთი გადაჯაჭვულობა არის საჭირო, როგორც სამედიცინო სფეროში. იმედი მაქვს, რომ ჩვენი დღევანდელი მონდომება უნივერსიტეტის მხრიდან, კლინიკის მხრიდან იქნება შედეგიანი,“ -განაცხადა „საუნივერსიტეტო კლინიკის“ დირექტორმა იოსებ ბრეგვაძემ.

ხელშეკრულების საფუძველზე საუნივერსიტეტო კლინიკა უზრუნველყოფს თსუ მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტების და რეზიდენტების მიერ სასწავლო კურსების გავლას. აღნიშნული კურსის გავლისას საუნივერსიტეტო კლინიკა უზრუნველყოფს მის მმართველობაში არსებული სამედიცინო აღჭურვილობის, ადამიანური და სხვა აუცილებელი რესურსების მონაწილეობას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42