თსუ-ს ბაზაზე ევროპული სტანდარტების მაღალტექნოლოგიური ქირურგიული საწვრთნელი ცენტრი შეიქმნება
საზოგადოება - 17:56, 20 Feb, 2018     1213
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ა(ა)იპ „სამედიცინო ინოვაციების აკადემიას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და „სამედიცინო მეცნიერებათა ინოვაციების აკადემიის“ წარმოდგენილმა, გამგეობის თავმჯდომარემ ალფონსო ჯოვანი რეკორდარემ მოაწერეს.

ხელშეკრულების საფუძველზე თსუ-ს ბაზაზე ევროპული სტანდარტების მაღალტექნოლოგიური ქირურგიული საწვრთნელი ცენტრი შეიქმნება, რომელიც საქართველოდან და ევროპის ქვეყნებიდან მედიცინის სფეროს წარმომადგენლებს, ქირურგებს, მკვლევრებს, სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს მიიღონ გამოცდილება და გაიღრმავონ ცოდნა ექსპერიმენტულ ქირურგიაში.

თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის განცხადებით, იტალიელ პარტნიორებთან ერთად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე მოხდება მედიცინის სფეროს წარმომადგენლების მომზადება და გადამზადება. „დღეს სამედიცინო ინოვაციების აკადემიასთან მემორანდუმს მოვაწერეთ ხელი, იტალიელ პარტნიორებთან ერთად მსგავსი თანამშრომლობა უნივერსიტეტისთვის ახალი და ძალიან კარგი მიმართულებაა“,-აღნიშნა თსუ რექტორმა.

„სამედიცინო ინოვაციების აკადემიასა“ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ხელშეკრულება ითვალისწინებს მნიშვნელოვანი ექსპერიმენტული ქირურგიის სასწავლო ცენტრის შექმნას და ხანგრძლივ თანამშრომლობას, იმედია, ამ ცენტრში ძალიან მნიშვნელოვან კვლევებს, სამეცნიერო წინადადებებს ჩაეყრება საფუძველი, რასაც ითვალისწინებს ექსპერიმენტული ქირურგია,“ - განაცხადა თსუ მედიცინის ფაკულტეტის პროფესორმა თამარ რუხაძემ.

ხელშეკრულების თანახმად, თსუ და „სამედიცინო მეცნიერებათა ინოვაციების აკადემია“ განახორციელებენ ერთობლივ საგანმანათლებლო პროგრამებს. სამედიცინო ბაზის სამედიცინო ტექნიკურ აღჭურვას და ტრენინგებს უზრუნველყოფს იტალიური მხარე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42