ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იქნება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმის ერთობლივი გამოფენა. მათ შორის გამოიფინება არქივებში დაცული ისტორიული მასალა - ენათა მრავალფეროვნების მატიანე. უნივერსიტეტის მუზეუმი წარმოადგენს გიორგი ახვლედიანის პირად არქივში დაცულ დოკუმენტებს, თუ როგორ ისწავლებოდა უნივერსიტეტის დაარსებისთანავე ევროპული და აღმოსავლური ენები, სანსკრიტი, ასევე ოსური და აფხაზური ენების პროგრამებს, რომელიც ჯერ კიდევ 100 წლის წინ არსებობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
21 თებერვალი მშობლიური ენის საერთაშორისო დღედ იუნესკომ 1999 წელს გამოაცხადა, რაც ენობრივი და კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნებას და განვითარებას ისახავდა მიზნად. იუნესკოს შეფასებით, მსოფლიოს დაახლოებით 6 ათასი ენიდან ნახევარს უახლოეს ხანებში გაქრობის საფრთხე ემუქრება.
2000 წლის თებერვლიდან მშობლიური ენის საერთაშორისო დღე ყოველწლიურად სხვადასხვა ღონისძიებებით მთელ მსოფლიოში აღინიშნება. მშობლიური ენის საერთაშორისო დღე საქართველოში 2005 წლიდან აღინიშნება.
მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, სააქტო დარბაზის ფოიე
მასალის გამოყენების პირობები






