პრესკონფერენცია დღეს, 20 თებერვალს, კინოთეატრ „ამირანში“, 12:30 საათზე გაიმართა და მას „დედეს“ რეჟისორი მარიამ ხაჭვანი ფილმის სემოქმედებით ჯგუფთან ერთად დაესწრო.
აღსანიშნავია, რომ პრესკონფერენციამდე რამდენიმე საათით ადრე, ჟურნალისტებისთვის „დედეს“ დახურული ჩვენება გაიმართა, სადაც მათ შესაძლებლობა ჰქონდათ პრემიერამდე 2 დღით ადრე შეეფასებინათ ფილმი.
„დედეს“ მსოფლიო პრემიერა კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა, სადაც იგი ჟიურის პრიზის მფლობელი გახდა. მოგვიანებით კი ფილმს ავსტრალიის ქალაქ ბრისბანში გამართულ Asia Pacific Screen Awards- ის დაჯილდოვების საზეიმო ცერემონიალზე იუნესკოს „კულტურული მრავალფეროვნების“ ჯილდო გადასცეს და საფრანგეთში, იუნესკოს ცენტრალურ ოფისში აჩვენეს.
მარიამ ხაჭვანით თქმით, ფილმისთვის მეტი სინამდვილის მისანიჭებლად სვანი მსახიობები აარჩია.
„ქართველი აუდიტორია არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენთვის და განსაკუთრებულად ვღელავთ, გადაღებები სვანეთში ოთხივე სეზონის განმავლობაში მიმდინარეობდა, რადგან ამ კუთხის ყველა სეზონის სილამაზე წარმოგვეჩინა. თავიდანვე გადაწყვეტილი გვქონა, რომ ფილმი უნდა ყოფილიყო სვანურ ენაზე, უფრო მეტად ავთენტური, რომ ყოფილიყო იმიტომ არიან არაპროფესიონალი მსახიობები ამ გზით სვანური ენის შენარჩუნებას ვცდილობთ მთვარი მიზეზი კი ის არის რომ ესენი უფრო ნამდვილები არიან" - აღნიშნა ხაჭვანმა.
არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი „დედე“ ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა. იგი სვან გოგონაზე მოგვითხრობს, რომელიც საკუთარი ნების წინააღმდეგ დანიშნეს და მომავალი ქორწინების ჩაშლას ცდილობს. ფილმის გადაღებები სვანეთში, ყაზბეგსა და კასპში მიმდინარეობდა, მთავარ როლებს ნათია ვიბლიანი, გიორგი ბაბლუანი, ნუკრი ხაჭვიანი და გირშელ ჭელიძე ასრულებენ.
„დედე“ 4 ქვეყნის კოპროდუქციაა - საქართველო, ირლანდია, ყატარი, ჰოლანდია. აღსანიშნავია, რომ ფილმის უმეტესი ნაწილ სვანურ ენაზეა, ასევე ისიც, რომ ყველა მსახიობი სვანია.
„დედე“ საქართველოს კინოთეატრებში 22 თებერვლიდან გამოვა.
მასალის გამოყენების პირობები