კომუნიკაციების კომისია მიმართავს “საერთაშორისო გამჭვირვალობას” უარყოს კომისიის წევრის საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცრუ ინფორმაცია
საზოგადოება - 14:13, 20 Feb, 2018     1265

კომუნიკაციების კომისია მიმართავს “საერთაშორისო გამჭვირვალობას” უარყოს კომისიის წევრის საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცრუ ინფორმაცია:

„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის მერაბ ქათამაძის საგანმანათლებლო ხარისხი უთანაბრდება ელექტრონული კომუნიკაციების მაგისტრის აკადემიურ ხარისხს. შესაბამისად, კომუნიკაციების ეროვნული კომისია მოითხოვს “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ” დაუყონებლივ უარყოს მის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ კომისიის წევრის მერაბ ქათამაძის დიპლომი ვერ აკმაყოფილებს თანამდებობისთვის საჭირო საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. აღნიშნული ინფომრაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ” 2018 წლის 25 იანვარს გაავრცელა.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს მიმართა და აღნიშნული საკითხის დეტალური შესწავლა მოითხოვა.

საპასუხოდ 2018 წლის 15 თებერვალს კომისიამ მიიღო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის წერილი, სადაც ნათქვამია რომ: „მერაბ ქათამაძის დიპლომი, სპეციალობით „მართვის ავტომატიზებული სისტემები“, ინჟინერ-სისტემოტექნიკოსის კვალიფიკაციით უთანაბრდება მაგისტრის დიპლომს ელექტრონული კომუნიკაციების მიმართულებით“

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მუხლი 18.3-ის თანახმად, „თუ პირის პატივის, ღირსების, საქმიანი რეპუტაციის ან პირადი ცხოვრების საიდუმლოების შემლახველი ცნობები გავრცელებულია მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, მაშინ მათი უარყოფაც უნდა მოხდეს ამავე საშუალებებით.“

შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია მიმართავს “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” დაუყონებლივ უარყოს გავრცელებული ინფორმაცია.

ამავე კოდექსის მუხლი 18.4-ის თანახმად, „პირს, რომლის პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობებიც გამოქვეყნდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში, უფლება აქვს გამოაქვეყნოს საპასუხო ცნობები ინფორმაციის იმავე საშუალებებში“, - ნათქვამია მიმართვაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42