„მაუწყებლის შესახებ“ კანონპროექტსა და ირაკლი კობახიძის განცხადებებზე მედიაორგანიზაციები ერთობლივ მიმართვას ავრცელებენ
საზოგადოება - 12:51, 20 Feb, 2018     1280

„მაუწყებლის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები - მედიაორგანიზაციები აღნიშნულ საკითხზე პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებასთან მიმართებით განცხადებას ავრცელებენ:

„18 იანვარს 60-მდე მედიაორგანიზაციამ, საქართველოში მოქმედმა ტელე, რადიო, ონლაინ და ბეჭდურმა გამოცემებმა, გაავრცელა ერთობლივი მიმართვა და მოუწოდა პარლამენტის წევრებს, მხარი არ დაეჭირათ „მაუწყებლობის შესახებ კანონში” დაგეგმილი ცვლილებებისთვის.

დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ მედია კვლავ ერთსულოვანია და საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებული ცვლილებების თაობაზე მედიაში უპრეცენდენტო კონსენსუსი არსებობს.

საჭიროდ ვთვლით გამოვეხმაუროთ 16 თებერვალს, პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრისას, მის მიერვე გაკეთებულ განცხადებას, რომ ხელისუფლებასა და საზოგადოებრივ მაუწყებელზე პოლიტიკური შტურმი ხორციელდება. ჩვენთვის მიუღებელია კანონის მოწინააღმდეგე მედიისა და სამოქლაქო სექტორის წარმომადგენლები „პოლიტიკურ აქტივად” მოიხსენიებოდეს, მიუღებელია მედიასთან დაკავშირებულ საკითხებზე სიტყვა ეზღუდებოდეს მედიის წარმომადგენელს.

კანონპროექტის განხილვის პროცესში მედიამაც და სამოქალაქო საზოგადოებამაც არაერთგზის წარუდგინა პარალმენტს დასაბუთებული არგუმენტები. ჩვენ, მედიის მდგომარეობის გაუარესების თავიდან ასაცილებლად უკვე ყველაფერი გავაკეთეთ. იმედი გვაქვს პარლამენტის თითოეული წევრი გააცნობიერებს თავის პასუხისმგებლობას და მხარს არ დაუჭერს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის სადავო რედაქციის ამოქმედებას.

ჩვენ, მედიაორგანიზაციების წარმომადგენლები, ყურადღებით დავაკვირდებით როგორც კენჭისყრის პროცესს, ისე საზოგადოებრივ მაუწყებელსა და მედიაბაზარზე მიმდინარე მოვლენებს“, - ნათქვამია მედიაორგანიზაციების განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42