„თბილისის გენგემა ვერ აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებს“ - „სახალხო თვითმმართველობა“
საზოგადოებრივი ორგანიზაცია „სახალხო თვითმმართველობა“ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის (მგგ) განახლებული დოკუმენტის მონიტორინგის პროცესში 2017 წლის აგვისტოში ჩაერთო. ამ ხნის განმავლობაში ჩვენ გვქონდა შეხვედრები სხვადასახვა დარგის პროფესიონალებთან, მოვისმინეთ უამრავი მოსაზრება და შენიშვნა მგგ-თან დაკავშირებით. ჩავატარეთ კონსულტაციები ამ საკითხზე მომუშავე საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, რამოდენიმეჯერ მივმართეთ ღია წერილით თბილისის მერს ბ-ნ კალაძეს, ვაქვეყნებდით ამ თემასთან დაკავშირებულ პუბლიკაციებს სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებში. ასევე ამ ხნის განმავლობაში ორგანიზაციას დაუგროვდა უამრავი საინტერესო და უახლესი მასალა ქალაქების ურბანული განვითარების კუთხით. დაგროვილი ინფორმაციის სისტემატიზაცია და ანალიზი საშუალებას გვაძლევს მეტ-ნაკლები წარმოდგენა შეგვექმნას, იმაზე თუ როგორი უნდა იყოს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა. კერძო და საჯარო ინტერესების შეჯერება; მონაცემთა ბაზები და დარგობრივი კვლევები; სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მოდელები; ტერიტორიული დაგეგმარება და დასაბუთებული ზონირება; რუკების ერთიანი სტანდარტი; სიტუაციური მოდელირება; სატრანსპორტო და ეკოლოგიური პოლიტიკის თანხვედრა არსებულ სიტუაციასთან და პერსპექტივები; განსახორციელებელი ღონისძიებების რანგირება, მათი განხორციელების ბიუჯეტი, ფინანსების მოზიდვის წყაროები და ფინანსურ-ეკონომიკური დასაბუთება; ერთიანი სამშენებლო ნორმები; საერთაშორისო ქარტიებთან შესაბამისობა საკანონმდებლო ბაზის სრულყოფის რეკომენდაცია და ა.შ. ქართველი და უცხოელი ექსპერტების განმარტებით, ეს გახლავთ იმ კომპონენტების მცირე ნაწილის ჩამონათვალი, რომელთა გათვალისწინების გარეშე წარმოუდგენელია თანამედროვე მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა. როგორც ისინი აღნიშნავენ, ეს კომპონენტები არსად არ გვხვდება სრულყოფილი სახით „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში.აღსანიშავია, რომ მგგ-ს მიმდინარეობის (2015 წლის 21 მაისიდან დღემდის) სამართლებრივი მხარის შეფასებისას ჩნდება ლეგიტიმური ვარაუდი, სახელმწიფო შესყიდვაზე პასუხისმგებელი პირების გამარჯვებული კომპანიის უფლებამოისლი პირებთან წინასწარ არსებული კავშირებისა და საერთო ინტერესების თაობაზე. ამის შესახებ, თავის განცხადებებში, არგუმინტირებულად მიუთითებს ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ და ამ და სხვა იურიდიულ ასპექტებზე დაყრდნობით მოითხოვს ხელშეკრულების გაწყვეტას „სითი ინსტიტუტი საქართველოსთან“. ორგანიზაციის შეფასებით, „დოკუმენტის არსებული სახით მიღება, თბილისის შემდგომი განვითარებისთვის, კიდევ უფრო მეტად საზიანო იქნება.“ ამ შემთხვევაში კი შესაძლოა პროცესის სამართლებრივ შეფასებაში სამართალდამცავი ორგანოებიც ჩაერთონ მათ კომპეტეციასთან დაკავშირებული საკითხების შესწავლაშიასევე საინტერესოა მონიტორინგის პროცესში ჩართული კიდევ ერთი ავტორიტეტული ორგანიზაციის „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - აფბას“ განცხადებაც, რომ წარმოდგენილ დოკუმენტში „არ არის SWOT ანალიზი. შესაბამისად, არსებობს რეალური საფრთხე, რომ წარმოდგენილი რეკომენდაციების დიდი ნაწილი იქნება წინააღმდეგობრივი, რაც თავის მხრივ, გამოიწვევს იმას, რომ მათი პრაქტიკაში დამკვიდრება შეუძლებელი გახდება. მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით რეკომენდირებული პროექტების ანალიზისას ჩანს, რომ ის რეალურადაა აცდენილი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტებთან, რამაც სამომავლოდ შესაძლოა შეანელოს ქვეყანაში საინვესტიციო აქტივობა. გარდა ამისა მგგ-თი წარმოდგენილი რეკომენდაციები, გარკვეულ შემთხვევებში, პირდაპირ უზღუდავს საქმიანობის საშუალებას მცირე და საშუალო ბიზნესს. ბუნებრივია, ეს პროცესი გამოიწვევს ამ სეგმენტის გაძევებას ეკონომიკური აქტივობებიდან და არსებული მოთხოვნა გადანაწილდება შედარებით მსხვილ ბიზნესზე.“მგგ-ს დოკუმენტი ქართული იურისპრუდენციის ირარქიაში ერთ-ერთ ბოლო საფეხურზე დგას, თუმცა მისი შინაარსი აშკარად წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის, „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის და მთელი რიგი საერთაშორისო კანონმდებლობის ნორმებთან და მოთხოვნებთან. მგგ-ს ავტორები ნებსით თუ უნებლიეთ, საკუთარი შეხედულებების მიხედვით, პროვოცირებას უკეთებენ კერძო საკუთრების ხელყოფის პროცესის დაწყებას. ფანქრის ერთი მოსმით ხდება მოქალაქეთა კერძო საკუთრებაში არსებული ქონებისთვის დღეს მოქმედი ზონალობის შეცვლა. ყოველგვარი წინასწარი ინფორმირებულობის და კონსულტაციების გარეშე გენგეგმაში, საყოფაცხოვრებო, რეკრიაციული და სამშენებლო ზონები შეცვლილია ლანდშაფტური ზონებით (საკმაოდ მკაცრი ზონა, სადაც მშენებლობა, ფაქტობრივად, შეუძლებელია). ამ ზონებისა და გენგეგმის ამოქმედების შემთხვევაში თბილისში უამრავი კერძო საკუთრება შეიზღუდება და ქალაქი იძულებული ხდება მიიღოს გადაწყვეტილება გამოიყენოს ადგილმონაცვლეობის ან გამოსყიდვის ფორმები. თუ გავითვალისწინებთ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება დაახლოებით 30.000-ი კერძო მესაკუთრის ინტერესს შეეხება მაშინ ცხადი გახდება მოსალოდნელი, ხელოვნურად შექმნილი კონფლიქტის მასშტაბი. გამოსყიდვის მექანიზმის ამოქმედება კი პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან საკონპესაციო თანხები სხვადასხვა გათვლებით 300-500 მილიონ დოლარს მიაღწევს და ამ თანხის მოძიება უახლოეს 10-15 წელიწადში დედაქალაქის ბიუჯეტისთვის ყოვლად წარმოუდგენელია.მონიტორინგის პროცესში აქტუალური იყო მგგ-ზე უკვე გამოყოფილი 2 მილიონი ლარის ხარჯვის მართებულობის და მიზანშეწონილობის საკითხი.თბილისის მერიის წარმომადგენლების განცხადებით მათ ეს თანხა მათ გადაურიცხეს „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ და ხელშეკრულება არ ითვალისწინებს ამ თანხების ხარჯვის დოკუმენტაციის წარდგენას. შესაბამისად კონტრაქტორი კომპანიაც უარს აცხადებს საზოგადოებას გააცნოს თუ რაში და როგორ დახარჯა მან 2 მილიონი ლარი.„მე, როგორც კერძო სუბიექტმა, დავიქირავე სხვა კერძო სუბიექტი. რამდენად დავიქირავე, როგორ დავიქირავე, როგორ მოველაპარაკე, ჩემი მეგობრებია არიან და უფასოდ გავაკეთებინე თუ მთელი თანხაზე მოველაპარაკე, ეს ჩემი კერძო საქმეა. ეს ხომ არაფერს უკავშირდება? თანხებს არავინ საჯაროებს და მე რატომ გგონიათ, რომ ამას გავაკეთებ? კერძო სუბიექტები არ ასაჯაროებენ ხოლმე ასეთ რაღაცეებს. ეს არის ჩვენი პირადი მოლაპარაკებისა და კონტრაქტის საფუძველზე“. - აცხადებს „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ დირექტორი ბ-ნი მამუკა სალუქვაძე ერთ-ერთ საინფორმაციო საგენტოსთან ინტერვიუში.პროექტის ავტორების ზეპირი განმარტებით, მგგ-ს მთლიანი საპროექტო ღირებულებიდან ნახევარი ანუ 1 400 000 ლარი უცხოელი ესქპერტების მომსახურების ანაზღაურებაზე დაიხარჯა. შეიძლება ეს განმარტება საკმარისი ყოფილიყო რომ არა უცხოელი ექსპერტების მიუწვდომლობა, მათგან საინტერესო კითხვებზე პასუხის მისაღებად, რაც ლეგიტიმურ ეჭვს აჩენს მათ ფიქტიურ და არა რეალურ ჩართულობაზე ამ პროექტში.თუ უცხოელ ექსპერტებზე მართლა 1 400 000 ლარია გადახდილი, მაშინ გამოდის, რომ პროექტზე მომუშავე ქართველი ურბანისტები, არქიტექტორები, ეკონომისტები, ეკოლოგები, კარტოგრაფები და სხვა უამრავი პროფესიის სპეციალისტები თითქმის ანაზღაურების გარეშე მუშაობდნენ, რადგან დაგვეთანხმებით, რომ დარჩენილი 443 200 ლარი (156800 ლარი ჯარიმებში იყო გადახდილი) ორი წლის განმავლობაში მხოლოდ ოფისის ხარჯებს, საორგანიზაციო საკითხებს, ჟურნალისტურ კორპუსთან ინტენსიურ მუშაობას, გუდაურში გამსვლელ ვორკ-შოპებს და უამრავი თვალსაჩინოებისთვის საჭირო მასალის დაბეჭვდას თუ გასწვდებოდა მხოლოდ. და თუ ეს ნამდვილად ასეა, მაშინ „სითი ინსტიტუტი ინსტიტუტის“ სახელფასო დავალიანება ქართველი სპეციალისტების მიმართ საკმაოდ სოლიდური იქნება.მგგ-ზე გამოცხადებული კონკურსის ერთ-ერთი სავალდებულო მოთხოვნა იყო, რომ აღნიშული პროექტი უნდა ყოფილიყო საერთო თანხმობის დოკუმენტი.პროექტის ავტორებს და ქალაქ თბილისის მერიას უნდა უზრუნველყოთ, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საპროექტო წინადადების რეალური და არა ფასადური საჯარო განხილვების მოწყობა, საერთო საქალაქო კონსესუსის საფუძველზე ამ წინადადების თანხმობის დოკუმენტად ქცევა და ასევე, კერძო და საჯარო ინტერესების პროპორციულობისა დაცვა პროექტის განხორციელების ფარგლებში.სამწუხაროდ არცერთი ეს მოთხოვნა არ იქნა დაცული. ბ-ნი ნარმანიას მერობის დროს ჩატარდა რამოდენიმე შეხვედრა სამეცნიერო დაწესებულებეში და პრეზენტაცია საკრებულოში. ეს იყო შეხვედრები შეხვედრების გულისთვის და არცერთი საგნობრივი შეკითხვა არ ყოფილა დასმული ამ შეხვედრების დროს. ხოლო 1-2 არსებით შეკითხვაზე პასუხი საერთოდ არ ყოფილა გაცემული. სრული იგნორი უკეთდება იმ ადამიანების ინფორმირებას და შეხვედრების მოწყობას, ვისაც უშუალოდ შეეხება ამ გენგეგმის დამტკიცების შემდეგ შექმნილი ახალი რეალობა. ამ ფორმალური განხილვების და უტყვი თანხმობის ფონზე მოხდა მგგ-ს მასალების ჩაბარება და მიღება 5 ეტაპად და მაშინვე მოხდა 2 მილიონი ლარის გადახდა. ამ პროცესს ცნობილმა ეკონომისტმა ბ-ნმა მიხეილ ჯიბუტმა მოსწრებულად უწოდა „გულგრილთა შეთქმულება თბილისის წინააღმდეგ“ „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის იმპერატიულ მოთხოვნას წარმოადგენს სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის სფეროში კერძო და საჯარო ინტერესების პროპორციულობის დაცვა. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების პროცესში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპს.საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის საკითხი, დგას დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებული დოკუმენტით წარმოდგენილ, განსაკუთრებით სამი მოსალოდნელი ინფრასტრუქტურული ცვლილების შემთხვევაში, რაც ეხება რკინიგზის გადატანას, აგლაძის ქუჩაზე არსებული ვიწრო ყელის გაფართოებას, ქალაქის ცენტრალური ტერიტორიიდან სარკინიგზო ფუნქციის გატანის შემდგომ დიდუბის სადგურიდან ცენტრალურ ვაგზლამდე გამოთავისუფლებული ტერიტორიის ათვისებას მრავალფუნქციური საქალაქო ცენტრის დანიშნულებისთვის. აქედან გამომდინარე დაუშვებელია მსგავსი წინადადებების მიღება ფართო საჯარო განხილვის გარეშე, რამაც შესაძლებელია გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს თბილისის ეკონომიკურ, ურბანულ თუ პოლიტიკურ ინტერესებს. საინტერესო და ყურადსაღები იყო მგგ-ს მონიტორინგის პროცესში უცხოელი სპეციალისტების მონაწილეობა. საერთაშორისო საფინანსო ორაგნიზაციების დახმარებით, თბილისის მერიის თხოვნით, მოწვეული იყვნენ ფრანგი და ბრიტანელი ექსპერტები. პარიზის სორბონის უნივერსიტეტის ლექტორი, კომპანია Institut d’aménagement et d’urbanisme d’Ile-deFrance-ის უფროს არქიტექტორი და ქალაქმგეგმარებელი ბ-ნი ერიკ ჰიუბრეხტი და ბრიტანელი ექსპერტი ჯონ ბეროუზი, რომელიც გახლავთ 30 წელზე მეტი ხნის გამოცდილების მქონე სპეციალისტი ურბანული დაგეგმარების, ურბანული რეგენერაციის და ყოფილი საწარმოო ტერიტორიების („ბრაუნფილდების“) გარდაქმნის სფეროში. მას ურბანული განვითარების ბევრ საერთაშორისო პროექტში აქვს მონაწილეობა, ლონდონის მაღალი აქტუალურობით გამორჩეულ სატრანსპორტო პროექტების და სარკინიგზო პროექტების ჩათვლით. მგგ-ს შეფასებისას ბ-ნბა ერიკ ჰიუბრეხტმა და ჯონ ბეროუზმა მკვეთრად უარყოფითი შეფასება გამოთქვეს და მათი მოსაზრებები ფაქტიურად დაემთხვევა ქართველი სპეციალისტების აზრს, რომ წარმოდგენილი დოკუმენტი არ შეიძლება გამოყენებული იქნას როგორც სახელმძღვანელო დოკუმენტი და რომ დაუშვებელია მისი დამტკიცება.ერიკ ჰიუბრეხტი : - „მისი (მგგ-ს) დამტკიცება იმპლემენტაციის მიზნით დაუშვებელია. იგი შეიძლება მიღებულ იქნას, საცნობარო ე.წ „რეფერენს“ დოკუმენტის სახით, როგორც იდეების ყუთი. სინამდვილეში, ეს დოკუმენტი არც მიწათსარგებლობის გენერალური გეგმაა და არც განაშენიანების დეტალური მაკონტროლებელი რეგულაცია.“ჯონ ბეროუზი: - „ აღნიშნულმა კვლევამ უკვე კითხვის ქვეშ დააყენა და წარმოადგინა რეკომენდაცია გეგმაში ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წინადადების წინააღმდეგ, რომელიც ეხება რკინიგზას თბილისის ცენტრში, მაგრამ აქ შეიძლება იყოს ბევრი სხვა წინადადებაც, რომელიც საეჭვოა და ბევრი სხვა წინადადება რომელთა მიღებასაც ქალაქი ისურვებდა. ეს ყველაფერი შესასწავლია და საჭიროებს განხილვას უახლოესი თვეების განმავლობაში.“ ამრიგად, ჩატარებული 6 თვიანი მონიტორინგის შედეგად, ქართული და უცხოური საექსპერტო საზოგადოების დასკვნებზე და შეფასებებზე დაყრდნობით, საზოგადოებრივი ორგანიზაცია „სახალხო თვითმმართველობა“ აცხადებს, რომ დღეს განსახილველად წარმოდგენილი მგგ ვერანაირად აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებს და მისი დამტკიცება სახელმძღვანელო დოკუმენტის სახით დაუშვებელია.„სითი ინსტიტუტი საქართველოს“ დირექტორმა, ბ-ნი მამუკა სალუქვაძე ერთ-ერთ გადაცემაში აღნიშნა, რომ მგგ ეს არის კარგი საჩუქარი, რომელითაც სარგებლობა არ შეიძლება არ მოისურვოს ქალაქის მერმა ბ-ნმა კალაძემ.რეალურად კი დღეს დასამტკიცებლად წარმოდგენილი გვაქვს გარემოს რეგულირების გეგმა თავისი საყრდენი რუკით, რომელიც მგგ-ს ავტორთა შეხედულების მიხედვით ცვლის ქალაქის მოქმედ ფუნქციონალურ ზონებს და მისი დამტკიცების შემთხვევაში თბილისი სულ სხვა რეალობაში დაიწყებს უფლებრივად ფუნქციონირებას. ათასობით ადამიანის კერძო საკუთრება გახდება საჯილდაო თემა საზოგადოებრივ და კერძო ინტერესს შორის. თბილისის ზღვის გარშემო არსებული მიწების მესაკუთრეები, დიდი დიღმის მიმდებარე კერძო დასახლებები, სადაც ახლაც მიმდინარეობს კანონიერი მშენებლობები, სავაჭრო სივრცეები და სხვ. ეს არის სულ მცირე 20-25.000 მესაკუთრის უფლებების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება, რაც ბუნებრივია, არ დარჩება მათი მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის გარეშე და სწორედ ეს არის ის "საჩუქარი" რომელიც შეიძლება წილად ერგოს ბ-ნ კალაძეს მგგ-ს ავტორებისგან. საზოგადოებრივი ორგანიზაცია „სახალხო თვითმმართველობა“
მასალის გამოყენების პირობები
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
მთავარი სიახლე
ბიზნესი
დღის ამბები
19:07
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
19:01
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
19:00
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
18:48
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
18:33
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
18:29
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
18:20
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
18:15
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
17:30
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
17:27
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
17:17
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
16:59
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
16:46
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
16:43
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
16:34
ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა - მაჭარაშვილი
16:30
"შავი სექტემბერი გველოდება!.. 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი" – გიორგი ჩალაძე
16:13
გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია იწყება
16:00
"რომელი ვაქცინა ჯობს?“ - რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე
15:57
"უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ, - სიკვდილს?“ - სალომე გოგიაშვილი
15:56
წავკისში ხანძარია
პოპულარული
დღე - კვირა






