ბუტა რობაქიძის საქმე - სკანდალური დოკუმენტები კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსის წინააღმდეგ
საზოგადოება - 21:13, 16 Feb, 2018     5107

კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი რობაქიძის საქმეზე განცხადებას აკეთებს. საქართველოს ფარგლებსგარეთ მცხოვრები მაღალჩინოსანი ზაზა ბაქრაძე აცხადებს, ბუტა რობაქიძის გარდაცვალების ღამეს შემთხვევის ადგილზე 40-50 წუთის შემდეგ მივიდა:

„მე დაახლოებით 40-50 წუთში ვიყავი შემთხვევის ადგილზე, იქ არც ერთი იარაღი არ მინახავს, არც საბრძოლო მასალა, არც ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და არც პისტოლეტი“, - აცხადებს ზაზა ბაქრაძე.

ბაქრაძის ბრალდებებს პასუხობს შსს-ს პრესსამსახურის ყოფილი უფროსი, რომელმაც „ნიუპოსტს“ სკანდალური დოკუმენტაცია მიაწოდა, საიდანაც ირკვევა, რომ ზაზა ბაქრაძე ტყუის, როცა აღნიშნავს, რომ იგი შემთხვევის ადგილზე 40-50 წუთის შემდეგ მივიდა:

„ზურაბ ბაქრაძეს რომ გეგმავს ვითომ საპროცესო გარიგებას, დიდი ხანია ვიცით ეს მოლაპარაკებები ფარულად როგორ აქვს დაწყებული. ერთხელ პროკურატურას უთხრა, რომ ჩამოვიდოდა და ჩემს წინააღმდეგ ჩვენებას მისცემდა, ამაზე თავის დროზე გარკვეული თანხა გადაურიცხა კბილაშვილმა და ბაქრაძემ გადააგდო. ახლა მოენატრა საქართველო?! ჩამობრძანდეს, რა პრობლემაა, გააფორმოს საპროცესო და თუ უნდა ათჯერ დაგვადოს ხელი. ვერსად გაექცევა მის მიერ სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულს. თუ ერთი ზურაბ ბაქრაძე ამბობს აღვირახსნილობას და სამარცხვინო ტყუილს, აქეთ დგას კიდევ 4 და 5 ადამიანი. მას უპირებენ, რომ გაუფორმონ საპროცესო გარიგება და ვითომ ამ საქმეს მოაცილონ, იმის სანაცვლოდ, რომ ჩვენ ხელი დაგვადოს. ზურაბ ბაქრაძემ კი არა, 100-მა კაცმა რომ დაგვადოს ხელი, უტყუარად დადასტურებულია, რომ გასროლიდან იარაღების პოვნამდე, სანამ ბუტა რობაქიძე ცოცხალია, დაჭრილ მდგომარეობაში, ფირი არის უწყვეტი და არ არის მონტაჟი. დღეს დაადასტურა სხვათა შორის შსს-ს ექსპერტიზამ, რომ სამ წუთამდე მტკიცებულებად წარდგენილ ფირში არ შეინიშნება მონტაჟის არანაირი კვალი. ზურა ბაქრაძემ რაც უნდა ის ილაპარაკოს, თუ ფიქრობს, რომ აქეთ შეგვაწმენდს მის მიერ სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულს, ძალიან უჩქარია. ზურა ბაქრაძე დღეს რომ ამას ლაპარაკობს, ზეგ სხვა რამე რომ შეიცვლება, იტყვის, როგორ ათქმევინეს ეს და ა.შ. შემდეგ იმ ადამიანების გვარებს ჩამოთვლის, ვინ ჩაადენინა ახალი დანაშაული. თუ ასეთი მართალი იყო ზურა ბაქრაძე, მანამდე დამჯდარიყო საბრალდებო სკამზე ჩვენთან ერთად, კი არ გაიქცეოდა“, - აღნიშნავს გურამ დონაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42