14 წლამდე ბავშვებში დაუსჯელობის სინდრომი დანაშაულის წახალისებას უწყობს ხელს - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე
საზოგადოება - 16:50, 16 Feb, 2018     2700
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე მიიჩნევს, რომ 14 წლამდე ბავშვებში დაუსჯელობის სინდრომი დანაშაულის წახალისებას უწყობს ხელს. როგორც სასულიერო პირმა, საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში ბავშვების მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებზე მსჯელობისას აღნიშნა, აღიშნული ასაკის მოზარდების მიერ ჩადენილი დანაშაული სისხლის სამართლის კოდექსით არ რეგულირდება.


"ბავშვებში, განსაკუთრებით 14 წლამდე ბავშვებში, რომელთა დანაშაულიც სისხლის სამართლის კოდექსით არ რეგულირდება, დანაშაულის წახალისება მოხდა... ბავშვები იღუპებიან. ეს დაუსჯელობის სინდრომი ამ დანაშაულებებს ახალისებს. მათ დაუდგებათ ასაკობრივი პერიოდი, როდესაც უკვე მოუწევთ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. ეს ძალიან გვაშინებს, ასეთ ადრეულ ასაკში ასეთი ტენდენცია. დღევანდელი შეხვედრა გაცნობითი ხასიათისაა. მოვიწვიეთ ყველა ის ორგანიზაცია და უწყება, რომელიც მეტ-ნაკლებად ამ პრობლემას ეხება: შსს, ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტი, სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგნიზაციებს ველოდებით და გვინდა, რომ კომპეტენტური ხალხისგან მოვისმინოთ სწორი ინფორმაცია", - განაცხადა დეკანოზმა.

შეხვედრას ესწრებოდა ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე. მისი თქმით, 14 წლამდე ბავშვებში დანაშაულებრივი ქმედების მიმართულებით გადადგმული პირველი ნაბიჯი უნდა იყოს პრევენცია და არა მათი სისხლის სამართლებრივი დასჯა.

"14 წელი რაც არის გათვალისწინებული არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით და არის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწყების ასაკი, ეს საერთაშორისო სტანდარტია. ვფიქრობ, დავარღვევთ ბავშვების უფლებებს თუ ამ სტანდარტს ქვემოთ დავწევთ. ჩვენ ვმუშაობთ ბავშვთა კოდექსზე, სადაც ერთ-ერთი თემა სწორედ ის იქნება, რა სერვისები და ზოგადი პოლიტიკური ხედვა არის საჭირო იმისთვის, რომ მინიმუმამდე შევამციროთ ასეთი შემთხვევები", - განაცხადა კილაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42