კომპანია თელასის ცნობით, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 19 თებერვალს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება:
სამგორის რაიონი
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 14 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 I, II, IV მიკრორაიონების და გახოკიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონი
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 13:30 საათიდან 15:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის გამზირის, ბოჭორმის და სამასი არაგველის ქუჩების მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, აღმაშენებლის ხეივნის, ყურაშვილის, ფერაძის, შარაშიძის, ღლონტის და ჩოხელის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 12 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), საირმის გორის და შევარდენიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონი
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 12 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I კვარტლის და რობაქიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და მიშველაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
მასალის გამოყენების პირობები






