საპროტესტო აქცია კიევში - აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოხდა. შედეგად დაკავებულია 37 ადამიანი, მათ შორის საქართველოს მოქალაქე, ბატალიონ „დონბასის“ წევრი ლუკა ჩხეტია. არსებული ინფორმაციით იგი სასტიკად არის ნაცემი. ასევე არსებობს ცნობა, რომ ჩხეტია შესაძლოა საქართველოში დაადეპორტონ. სოლო-მენსკის სასამართლოსთან აქცია ოდესის მერის გენადი ტრუხანოვისთვის საქმის პარალელურად მიმდინარეობდა.
„სოლომენსკის სასამართლოს შენობასთან იმის გამო შევიკრიბეთ, რომ რეალურად ქვეყანაში არ მიმდინარეობს კორუფციასთან ბრძოლა. ოდესის მერი, გენადი ტრუხანოვი, რომელსაც ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო, უკანონო ფინანსურ გარიგებებში ადანაშაულებს, სასამართლომ გაათავისუფლა. შენობასთან იმყოფებოდნენ ე.წ. ტიტუშკებიც. გარკვეული პროვოკაციების შემდეგ კი სამართალდამცველები შეკრებილებს ფიზიკურად გაუსწორდნენ და განყოფილებაში გადაიყვანეს. დაკავებულია სულ 37 ადამიანი , მათ შორის ლუკა ჩხეტიაა. ის ძლიერაა ნაცემი. სამედიცინო დახმარება სხვა დაკავებულებსაც დასჭირდათ. რაც შეეხება მისი დეპორტაციის შესაძლებლობას. ამის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს. ბოლო პერიოდში, უცხო ქვეყნის მოქალაქეები რომლებიც უკრაინის მხარეს იბრძოდნენ, ჩვენი ხელისუფლებისთვის რატომღაც სასურველები აღარ არიან,“-განაცხადა ბატალიონ ”დონბასის” ყოფილი მეთაურმა სემიონ სემენჩენკომ.
მასალის გამოყენების პირობები






