აღმოსავლეთ ევროპის კინოგადაღების საუკეთესო ლოკაცია - Variety საქართველოს შესახებ წერს
კულტურა - 16:50, 15 Feb, 2018     1546

„პოსტსაბჭოთა ქვეყანა კინომწარმოებლებს განსხვავებულ, ამოუცნობ და ეგზოტიკურ ლოკაციებს სთავაზობს“ - ამ სათაურით ამერიკულმა გამომცემლობამ Variety, საქართველო აღმოსავლეთ ევროპის კინოგადაღების ერთ-ერთ საუკეთესო ლოკაციად მოიხსენია და მისი პოტენციალის შესახებ მნიშვნელოვანი სტატია მოამზადა.

„საქართველომ, როგორც ტრანსკონტინენტურმა ქვეყანამ, რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისა და დასავლეთ აზიის გასაყარზე მდებარეობს, ბოლო წლების მანძილზე საერთაშორისო აღიარება მოიპოვა კინოინდუსტრიის სფეროში, როგორც აღმოსავლეთ ევროპის კინოგადაღების ერთ-ერთმა მიმზიდველმა ლოკაციამ. მათ ვინც უკვე ერთხელ იმოგზაურეს და გამოიყენეს საქართველოს პოტენციალი, აღნიშნავენ, რომ სამომავლოდ აქტიურად გეგმავენ ახალ პროექტებზე მუშაობის გაგრძელებას საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი გამოჩენილი კინორეჟისორი, რომელსაც საქართველოში მუშაობის დიდი ხნის გამოცდილება აქვს, ოსკარზე ნომინირებული კინემატოგრაფი და რეჟისორი ფედონ პაპამაიკლია რომელიც საქართველოში პირველად 1999 წელს, 19 წლის ასაკში ნანა ჯორჯაძის ფილმის „27 მოპარული კოცნა“ გადასაღებად ჩამოვიდა. სულ ცოტა ხნის წინ, კი საქართველოში მუშაობა დაასრულა ლევან კოღუაშვილის ფილმზე "ბრაიტონ 4", რომლის გადაღებებიც ამჟამად ბრუკლინში მიმდინარეობს. საქართველოსადმი პირველ შთაბეჭდილებას, პაპამაიკლი ერთი ფრაზით იხსენებს: „ველური დასავლეთი“ ძველი ინფრასტრუქტურით, ანტიკვარული ტექნიკა-აპარატურით და ძალიან მომხიბვლელი, სტუმართმოყვარე ხალხით.

აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების მანძილზე ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით მნიშვნელოვანი ინვესტიციები განხორციელდა, კერძოდ: გაუმჯობესდა გზები, გამარტივდა ლოგისტიკა, აშენდა არაერთი მაღალი დონის სასტუმრო და შეიქმნა საერთაშორისო სტანდარტების საპროდიუსერო კომპანიები, რომლებიც მაღალი დონის მომსახურეობითა, საერთაშორისო პროექტებზე მუშაობის გამოცდილებით და მაღალტექნოლოგიური აპარატურით გამოირჩევიან. ზემოთ ხსენებულმა პირობებმა ძალზედ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა კინოინდუსტრიის განვითარებაში და უცხოელი კინომწარმოებლების მოზიდვაში. ამასთანავე, კინორეჟისორების განცხადებით, ადგილობრივი საპროდიუსერო კომპანიების ხარჯები და ლოკაციებისაკმაოდ ხელმისაწვდომია, სხვა ევროპულ ქვეყნებთან შედარებით, როგორებიცაა: პრაღა, ლონდონი თუ სხვა ქალაქები, რაც საქართველოს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის და მეტ კინომწარმოებელს უბიძგებს, რომ მათი პროექტები სწორედ აქ განახორციელონ. ზემოთ ხსენებულ პირობებს, ასევე ხელს უწყობს კინოინდუსტრიის წახალისების პროგრამა „გადაიღე საქართველოში“, რომელიც საქართველოში გაწეული ე.წ კვალიფიციური ხარჯების 20-25%-მდე პროდიუსერებისათვის ანაზღაურებას გულისხმობს და მიზნად ისახავს ქვეყანაში კინოინდუსტრიის წახალისებას, საერთაშორისო კინომწარმოებლების მოზიდვასა და საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ ევროპის კინოგადაღების ცენტრად ქცევას.

სწორედ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, 2018 წლის იანვრის თვის მონაცემებით, პროგრამის პორტფელი 10 პროექტს ითვლის, საიდანაც გადაღებები უკვე დასრულდა 9 ფილმზე, დამატებით 1 ფილმზე კი გადაღებები ამჟამად მიმდინარეობს. შემოსული პროექტებიდან ოთხი ინდური კინოპროდუქციაა, ერთი ქართულ-გერმანულ-ფრანგული კოპროდუქცია, ერთი ქართულ-ამერიკულ-ნორვეგიული, ორი ქართულ-ფრანგული და ერთიც კი ამერიკული. აღსანიშნავია, რომ პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ პორტფელში ევროპული კოპროდუქციები ჭარბობს, მათ შორისაა ისეთი წარმატებული პროექტები, როგორიცაა ნანა ექვთიმიშვილის და სიმონ გროსის პროექტი „ჩემი ბედნიერი ოჯახი“, რომლის პირველი მსოფლიო პრემიერა "სანდესის" კინოფესტივალზე, ხოლო ევროპული პრემიერა "ბერლინალეზე" შედგა და Netflix-მა ფილმის - „ჩემი ბედნიერი ოჯახი“ - დისტრიბუციის უფლება ოფიციალურად შეიძინა.

სულ ცოტა ხნის წინ, რამდენიმე საერთაშორისო პროექტთან ერთად საქართველოში ფრანგმა კინომწარმოებელმა ევა ჰადსონმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში, ფილმი “მზის გოგონები“ („Girls of the Sun”) გადაიღო, რომელშიც 2 განსხვავებული ქალის ცხოვრება აღბეჭდა.

შეიძლება ითქვას, რომ ქართული კინოინდუსტრია კინოწარმოების ტრადიციას იბრუნებს და ნელ-ნელა უბრუნდება წარმატების გზას.“


წყარო enterprisegeorgia.gov.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42