"მეგატექნიკა“ არასრულწლოვნებმა 1 თვის განმავლობაში უკვე მეორედ გაძარცვეს
კრიმინალი - 16:08, 15 Feb, 2018     3225
„მეგატექნიკის“ საბურთალოზე მდებარე ფილიალი არასრულწლოვნებმა ერთი თვის განმავლობაში უკვე მეორედ გაძარცვეს.

ძარცვის პირველი შემთხვევა 2018 წლის 11 იანვარს დაფიქსირდა, სამმა არასრულწლოვანმა გაიტაცა 5000 ლარი და 3 მობილური ტელეფონი. 2018 წლის 13 თებერვალს კი უკვე 7 არასრულწლოვანი დაფიქსირდა ვიდეო ჩანაწერზე, ორგანიზებულმა ჯგუფმა „მეგატექნიკის“ მაღაზიიდან 26 მობილური და 1 პლანშეტი გაიტაცა.

"ამავე უბანში „მეგატექნიკის“ მაღაზიის მიმდებარედ სხვა სავაჭრო დაწესებულებაც გაიძარცვა. გამოძიება ჯერ-ჯერობით წინ არ წასულა. სავალალოა ასეთი შემთხვევების მზარდი სტატისტიკა, ყოველდღიურად დიდი ზიანი ადგება სხვადასხვა დიდ თუ მცირე ბიზნესს.

„მეგატექნიკა“ უკვე 22 წელია საყოფაცხოვრებო ტექნიკის ბაზარზე მოღვაწეობს და ასეთ შემთხვევას 90-იანი წლებიდანაც კი ვერ იხსენებს. კომპანიისთვის ძალიან სამწუხაროა რომ ბიზნესი თავს აღარ გრძნობს დაცულად. „მეგატექნიკას“ ყველა ცივილური ზომა გვაქვს მიღებული უსაფრთხოებისთვის, „მეგატექნიკის“ თერთმეტივე ფილიალს იცავს დაცვის პოლიცია და მაღაზიები აღჭურვილია სათვალთვალო კამერებით. კომპანია ელოდება სახელმწიფო უწყებების რეაგირებას, ძარცვების ფაქტის გამოძიებასა და ჯანსაღი გარემოს დაბრუნებას საზოგადოებასა და ბიზნესში.

„მეგატექნიკა“ მზად არის დამატებითი ინფორმაცია და მასალები მიაწოდოს ყველა დაინტერესებულ პირს და ითანამშრომლოს მედია საშუალებებთან და სახელმწიფო ორგანიზაციებთან. კომპანიის სურვილია, ცნობადობა გაიზარდოს მსგავსი გახშირებული ძარცვის ფაქტების მიმართ, მეტი და უფრო გულისხმიერი ყურადღება მიექცეს ასეთ შემთხვევებს და სწრაფად მოხდეს გამოძიება და ამით, საბოლოო ჯამში, ხელი შეუწყოს გარემოს დასტაბილურებას" - აღნიშნავენ ტექნიკის მაღაზიაში.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42