სად წავიდა თბილისის გენგეგმაზე უკვე დახარჯული 2 მილიონი ლარი
საზოგადოება - 12:51, 15 Feb, 2018     1606
როდესაც თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლების და არა თვისობრივად ახალი გენერალური გეგმის დოკუმენტის დამტკიცების შესახებ საუბრობენ, გენგეგმის მიღების მომხრეების უმთავრესი არგუმენტი ის გახლავთ, რომ ბ-ნი ნარამანიას დროს ამ დოკუმენტმა გაიარა მასალების ჩაბარების და მიღების 5 ეტაპი, რაშიც შესაბამისად მერიის მიერ გადახდილი იქნა 2 მილიონი ლარი. გენგემის დამტკიცების მომხრეთათვის ეს სავსებით საკმარისა იმისთვის, რომ ახალი მერის ბ-ნი კალძის მიერ აღნიშნული დოკუმენტი უპრობლემოდ იქნეს დამტკიცებული.


ამ არგუმენტის უსუსურობის და არადამაჯერებლობის საილუსტრაციოდ, წინა მერის დროს დამტკიცებული სათუო პროექტებიდან მხოლოდ ორის, ბავშვთა სარაგბო მოედნის და ვარკეთილის მეტროს სადგურის მაგალითის მოყვანაც კი საკმარისი იქნება.

სწორედ მსგავსი უხარისხო პროექტების ზარ-ზეიმით მიღების პრაქტიკა, იძლევა იმის საფუძველს, რომ დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს „სითი ინსტიტუტი საქართველოსთვის“ უკვე გადახდილი 2 მილიონი ლარის მართებულობის და მიზანშეწონილობის საკითხი.

რაც შეეხება ამ 2 მილიონის ეფექტიან და მიზანმიმართულ ხარჯვას აქ სრული ბურუსი გვაქვს. მერიის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ეს თანხა მათ გადაურიცხეს კერძო კომპანიას და ხელშეკრულება არ ითვალისწინებს ამ თანხების ხარჯვის დოკუმენტაციის წარდგენას. შესაბამისად კონტრაქტორი კომპანიაც კატეგორიულად წინააღმდეგია საზოგადოებას გააცნოს თუ რაში დახარჯა მან 2 მილიონი ლარი, ჩვენი საერთო ბიუჯეტიდან.

„სითი ინსტიტუტი საქართველოს“ დირექტორი ბ-ნი მამუკა სალუქვაძე სააგენტო "აიპრესის" შეკითხვაზე - 2 მილიონი ლარიდან რამდენი დაიხარჯა უცხოელ ექსპერტებზე და წარუდგენს თუ არა ის საზოგადოებას დეტალურ ხარჯთაღრიცხვას თუ კიდევ რაში დაიხარჯა ეს თანხები, წარმოუდგენელ პასუხს სცემს:

„მე როგორც კერძო სუბიექტმა, დავიქირავე სხვა კერძო სუბიექტი. რამდენად დავიქირავე, როგორ დავიქირავე, როგორ მოველაპარაკე, ჩემი მეგობრებია არიან და უფასოდ გავაკეთებინე თუ მთელი თანხაზე მოველაპარაკე, ეს ჩემი კერძო საქმეა. ეს ხომ არაფერს უკავშირდება? თანხებს არავინ საჯაროებს და მე რატომ გგონიათ, რომ ამას გავაკეთებ? კერძო სუბიექტები არ ასაჯაროებენ ხოლმე ასეთ რაღაცეებს. ეს არის ჩვენი პირადი მოლაპარაკებისა და კონტრაქტის საფუძველზე“.

ანუ მე კი დავხარჯე თქვენი ფული (ბიუჯეტის), მაგრამ როგორ დავხარჯე, ვის რამდენი გადავუხადე თუ საერთოდ სახლში წავიღე ეს თქვენი საქმე არ არისო.

პროექტის ავტორების განმარტებით, უცხოელი ექსპერტების მომსახურება ქართული სტანდარტებით საკმაოდ ძვირი დაჯდა, თუმცა, მათ გაუწიეს ანგარიში ჩვენს რეალობას და საბოლოოდ მოხერხდა იმ თანხებში ჩატევა, რაც დაფიქსირებული იყო პროექტის ბიუჯეტში, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ეს თანხები ევროპული სტანდარტებით არ იყო საკმარისი მათი ანაზღაურებისათვის. მგგ-ს მთლიანი საპროექტო ღირებულება 2 800 000 ლარი იყო და აქედან ნახევარი ანუ 1 400 000 ლარი უცხოელი ესქპერტების მომსახურების ანაზღაურებაზე დაიხარჯა.

ალბათ, არც არაფერი იქნებოდა ამაში გასკვირვი, რომ არა ამ ექსპერტების მიუწვდომლობა, მათგან საინტერესო კითხვებზე პასუხის მისაღება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, „სითი ინსტიტუტი საქართველომ“ მითიურ უცხოელ ექსპერტებს გადაუხადა 1.400.000 ლარი, ხოლო ჯარიმების სახით გადაიხადა 156800 ლარი.

ე.ი. მთელი ორი წლის განმავლობაში დღეს საქართველოში მოქმედი არქიტექტორების უმრავლესობა, ეკონომისტები, კარტოგრაფები და სხვა უამრავი პროფესიის სპეციალისტები მუშაობდნენ თითქმის ანაზღაურების გარეშე ამ დოკუმენტზე, რადგან დაგვეთანხმდებით, რომ გენგეგმაზე დღემდე დახარჯული 443 200 ლარი მხოლოდ ოფისის ხარჯებს, საორგანიზაციო საკითხებს, ჟურნალისტთა კორპუსთან ინტენსიურ მუშაობას და უამრავ თვალსაჩინოებისთვის საჭირო მასალის დაბეჭვდას თუ გასწვდებოდა მხოლოდ.

ჩვენ ბევრჯერ აღვნიშნეთ, რომ დღეს წარმოდგენილი დოკუმენტი არის მხოლოდ სურვილებით, რეკომენდაციებითა და ძველი გენგემებიდან გადმოკოპირებული მასალით შეზავებული გარემოს რეგულირების გეგმა, რომელის მიზანია, შეცვალოს ქალაქის ფუნქციონალურ ზონები კონკრეტული ჯგუფების ეკონომიკური ინტერესების გათვალისწინებით და სხვა არაფერი. ეს დოკუმენტი სავარაუდოდ წარმოადგენს 2009 წლის გენგეგმის კორექტირებულ ვარიანტს. თავის მხრივ, ეს უკანასკნელი გადმოწერილია კიდევ უფრო ძველი გენგემის მასალებიდან. და ეს, რომ სინამდვილეა იქედანაც ჩანს, რომ ის მინიმალური თანხა, რომელიც რეალურად დაიხარჯა გენგეგმის მომზადებაზე, ვერანაირად ვერ უზრუნველყოფდა კვალიფიციური დოკუმენტის შექმნას.

როგორც ვიცით, კარგი პროდუქტი უფულოდ არ კეთდება, ხოლო 1 გვერდის ქსეროკოპირება რაოდენობის და ფერის მიხედვით 3-დან 15 თეთრამდე ჯდება, შესაბამისად მივიღეთ ის რაც გვაქვს დღეს სახეზე და დასკვნის გაკეთებაც საზოგადოებისთვის მიგვინდია.

სახელმწიფო შესყიდვების კანონი მერიისგან მის მიერ განხორციელებული ყველა შესყიდვაზე ითხოვს ფინანსური ხარჯების ესქპერტიზას და ამ ხარჯვის მიზანშეწონილობაზე დასკვნას, გაცემულს სამხარაულის ბიუროს ან სხვა კომპეტენტური ექსპერტებისაგან. თუ ამ კონკრეტულ შემთხვევაში კანონის ეს მოთხოვნა დაცული არ არის, ეს იმას ნიშნავს რომ მხოლოდ აუდიტის სამსახურის მოთხოვნის შემთხვევაში გახდება ეს დოკუმენტები ხელმისაწვდომი საზოგადოებისათვის.

ბრავო ბ-ნო ნარმანია და ბრავო ბ-ნო მამუკა, ისე ფილიგრანულად გააქრეთ ბიუჯეტის კუთვნილი 2 მილიონი ლარი, რომ ბ-ნ კოპერფლიდსაც შეშურდებოდა და რომ არა საზოგადოების მაღალი აქტიურობა და ბ-ნი კალაძის დაინტერესება ამ საკითხით, ყველა „სიკეთესთან“ ერთად დღეს დედაქალაქს ექნებოდა ყოვლად უვარგისი და პრაქტიკაში გამოუყენებლი გენგეგმა, რომელიც მხოლოდ ვიღაცეების ინტერესებზე იქნებოდა მორგებული.

შესაძლებელია ვცდებოდეთ და სადღაც მაინც დევს ამ 2 მილიონი ლარის ხარჯვის დოკუმენტაცია და ის ცნობილი გახდება საზოგადოებისთვის. თუ არადა იმის იმედს მაინც ვიტოვებთ, რომ აუდიტის სამსახური დღეს თუ არა ხვალ ამ მონაცემებს გამოიხმობს და მაშინ მაინც გავიგებთ, რეალურად რა დაგვიჯდა თბილისელებს „თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლება“, ქსეროქსის ღირებულებაა ეს თუ მაღალანაზღაურებადი სპეციალისტების ნამუშევარი.

ნუგზარ ჯალაღონია





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42