„მოამბემ“ მუშების დაღუპვის გამო გამართული აქცია არ გააშუქა - რა განმარტებას აკეთებს საზმაუ
საზოგადოება - 12:04, 15 Feb, 2018     939
„აუდიტორია 115-ის“ განცხადებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში დაღუპული მუშების გამო გუშინ გამართული აქცია არ გაშუქდა. როგორც "აუდიტორია 115" აცხადებს, საზოგადოებრივი მაუწყებელი "აუდიტორია 115-ის" სხვადასხვა აქტივობის გაშუქებაზე უარს ამბობს და ეს აჩენს ეჭვებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება გამოწვეულია მათი წარსული ქმედებებით, როდესაც მათ ტელევიზიის დაცვა ხელისუფლების გავლენებისგან სცადეს.


აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, „ლიბერალი“ საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორს, გიორგი გვიმრაძეს დაუკავშირდა. მისი განმარტებით, იგი შვებულებაშია და უშუალოდ არ მიუღია მონაწილეობა გუშინდელი „მოამბის“ დაგეგმვაში.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სუპერდესკის წევრმა და დაგეგმვის რედაქტორრმა ეკა შონიამ კი გამოცემას განუცხადა, რომ ზამთრის პლიმპიური თამაშების გაშუქების გამო „მოამბის“ რეჟიმი შეცვლილია, „მოამბეში 9 საათზე“ კი მხოლოდ "ძალიან მნიშვნელოვანი ამბები" მოხვდა.

„მოამბეში 9 საათზე“ გადის ძალიან მნიშვნელოვანი ამბები, რადგან ოლიმპიადის გამო დღის განმავლობაში „მოამბის“ ყველა გამოშვება ვერ ხვდება ეთერში. გუშინდელ აქციას „მოამბის“ ორი გუნდი აშუქებდა, რომლებიც გვიან დაბრუნდნენ, ამიტომ მოხდა ესე. თუ დააკვირდებით აუდიტორიის აქტივობებს სულ ვაშუქებთ“ - განუცხადა „ლიბერალს“ ეკა შონიამ.

გუშინ „აუდიტორია 115-მა“ საპროტესტო აქცია-მსვლეობა გამართა, რომელიც შრომით უსაფრთხოებასა და უფლებებს შეეხებოდა.

რაც შეეხება "აუდიტორია 115-ის" განცხადებას, უცვლელად გთავაზობთ:

"საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი უარს ამბობს აუდიტორია 115-ის სხვადასხვა აქტივობის გაშუქებაზე.

მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში ვერ მოხვდა დღევანდელი დემონსტრაცია, რომელიც შრომით უსაფრთხოებასა და უფლებებს შეეხებობა. სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა.

გვიჩნდება ეჭვი, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება გამოწვეულია აუდიტორია 115-ის წარსული ქმედებებით, როდესაც ჩვენ ვცადეთ, ამ ტელევიზიის დაცვა ხელისუფლების გავლენებისგან.

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირი მოვალეობა და ფუქციაა გააშუქოს სოციალური უსამართლობის წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი მშვიდობიანი აქტივობა. საზოგადოებრივი მაუწყებელი ერთადერთი ტელევიზიაა, რომელსაც ბიზნესელიტების წინააღმდეგ გამოსვლის პრივილეგია აქვს. პირველი არხი მათ შემოწირულობებზე არ არის დამოკიდებული.

მოვუწოდებთ ვასილ მაღლაფერიძეს, ია ანთაძეს და სხვა თანამდებობის პირებს, იხელმძღვანელეთ საზოგადოების ინტერესებით და არა ხელისუფლების სურვილებით" - ნათქვამია განცადებაში.


წყარო: Liberali.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42