“პირველი ნაწილი მათ მოიგეს, ბოლო ნაწილი კი ალბათ ჩვენი გამარჯვებით დასრულდა. ასე რომ ეს რომ კრივი ყოფილიყო ვიტყოდი, რომ ფრედ დასრულდა.
ქართველებს შეკრინების საკმაოდ უნიკალური მეთოდით აქვთ, ზეწოლის განხორციელება ფეხის განძრევის გარეშე შეუძლიათ. ამიტომ ჩვენმა წინახაზელებმა დღეს, ამ ვარჯიშით ბევრი ისწავლეს . ეს ჩვენთვის დიდი გამოცდილება იყო“ - განაცხადა ინგლისის ნაკრების მწვრთნელმა BBC 5 Live -ის ეთერში.
2018 წლის პირველ მატჩში ქუთაისში ბელგიის 47:0 დამარცხებიდან მეორე დღეს, ბორჯღალოსნებმა გეზი ინგლისისკენ აიღეს, სადაც პლანეტის მეორე გუნდთან - ინგლისთან ერთობლივი ვარჯიში გამართეს.
ამ ინიციატივით ინგლისელთა მთავარი მწვრთნელი ედი ჯონსი გამოვიდა. ჯერ კიდევ ნოემბრის ტესტ-სერიის წინ, მან თქვა, რომ სურდა მის მორკინალებს „მსოფლიოში საუკეთესო, საქართველოს ნაკრების შერკინებასთან ევარჯიშათ“ და მოგვიანებით ეს სიტყვები კიდევ არაერთხელ გაიმეორა.
თავის მხრივ, ქართულ მხარეს სურდა, რომ ამ შეთავაზებიდან სარგებელი თავადაც მიეღო და მოლაპარაკებები რამდენიმე თვე გაიწელა. და აი, ახლა საქართველოს ნაკრების 29-კაციანი შემადგენლობა ინგლისშია და ექვსი ერის ბოლო ორი წლის გამარჯვებულ გუნდთან ერთობლივ ვარჯიშებს ატარებს, რომელიც სამი დღე გაგრძელდება.
მასალის გამოყენების პირობები