დვალი და აქიმიძე პროკურატურას საქმის გაჭიანურებაში ადანაშაულებენ - „რუსთავი 2“-ის საქმე
საზოგადოება - 15:30, 14 Feb, 2018     881

დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე პროკურატურას რუსთავი 2-ის საქმეზე დაწყებული გამოძიების ხელოვნურად გაჭიანურებაში ადანაშაულებენ. რუსთავი 2-ის ყოფილი მფლობელები აცხადებენ, რომ საგამოძიებო უწყებამ მათ ჯერ კიდევ 2015 წელს მიანიჭა დაზარალებულის სტატუსი და გადასცა საქმის მასალები, თუმცა, ამ დრომდე ბრალი არავისთვის წარუდგენიათ.

მათი ინფორმაციით, საქმეს რამდენიმე თვეში ხანდაზმულობის ვადა ეწურება და მიმართავენ პროკურატურას რაც შეიძლება სწრაფად გამოავლინოს ის პირები, ვინც რუსთავი 2-ის წილი ძალით დაათმობინეს.

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ყოფილ მფლობელებს პრეტენზიები საქართველოს იუსტიციის მინისტრთან თეა წულუკიანთანაც აქვთ:

„კითხვებია გამოგზავნილი იუსტიციის სამინისტროს სახელზე, ეს კითხვები გამოქვეყნებულია იუსტიციის სამინისტროს ვებ-გვერდზე, არის კურიოზული სიტუაცია, გამოქვეყნებულია ორი ვერსია, ინგლისური სრულად და ქართული არასრულად, ქართულ ვერსიაში აკლია ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა, რომელიც ეხება რუსთავი 2-ის დამფუძნებლებს, პირადად მე განცდა მაქვს, რომ პროკურატურა გამიზნულად წელავს დროს, რომ ერთ მშვენიერ დღეს აღმოჩნდეს, რომ ჩვენ აღარ გაგვაჩნია აღარანაირი ბერკეტი სამართლებრივი, ქვეყნის შიგნით ვიდაოთ ამ საქმეზე. სრულიად გამიზნულად აკეთებს ამას, სხვა გაუგებარია, სამი წელი დუმილი, საკმაოდ მძიმე ვითარებაში ვართ უკვე, ჩვენი დრო იწურება, მინდა ვთხოვო არასამთავრობოებს, განსაკუთრებით მინდა ვთხოვო სახალხო დამცველს, ჩვენ როგორც 15 წლის წინ, ასევე დღეს ვაწყდებით სიტუაციას, როცა სახელმსიფო ფაქტობრივად გვართმევს უფლებას, რომ ჩვენ დავიცვათ ჩვენი თავი“, - განაცხადა დავით დვალმა.

ჯარჯი აქიმიძე აცხადებს, რომ რუსთავი 2-ის ყოფილი მფლობელების თამაშგარე მდგომარეობაშ დატოვება სურთ:

„იმ შემთხვევაში, თუ ეს ყველაფერი სახელმწიფოს ინტერესში შედის, რომ სტატუს ქვო შენარჩუნდეს, ანუ რუსთავი 2 დარჩეს იმ მდგომარეობაში, რომელშიც ის არის და სახელმწიფოსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის გაგრძელდეს ის კინკლაობა, ეს არის გადასარევი ვარიანტი, რომ ჩვენ დავრჩეთ თამაშგარე მდგომარეობაში, ანუ ჩვენ, ადამიანები, რომლებმაც დავაფუძნეთ ეს ტელევიზია და რომლებსაც პირველებს წაგვართვეს, ისინი ვრჩებით უბრალოდ „აფსაითში““, - აღნიშნა ჯარჯი აქიმიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42