,,პირადად ვუთხარი, მოციქულთა 27-ე კანონით განკვეთა გემუქრებათ-თქო!!!...“ - მამა გიორგი ზვიადაძეს მღვდელმონაზონი ანდრია პასუხობს
საზოგადოება - 00:39, 14 Feb, 2018     4425
სასულიერო აკადემიის რექტორს, პროტოპრესვიტერს, დეკანოზ გიორგი ზვიადაძეს ჭყონდიდის ეპარქიის მღვდელმონაზონი ანდრია სარია პასუხობს. მამა ანდრია ამბობს, რომ რექტორი ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ ის მამა შალვას კურთხევით ხელმოწერებს აგროვებდა. მღვდელმონაზონი ღიად აცხადებს, რომ ბოლო პერიოდის დაპირისპირების მიზეზი მეუფე პეტრეს უხეშად ხსენება იყო.

„საგანგებოდ მინდა აღვნიშნო, სტუდენტებისა და ჩემი სატკივარი ღიად არასდროს გამომიტანია სამსჯავროზე. სტუდენტი როდესაც ვიყავი ყველამ იცის ჩემი შემართება გამოიწვია მოსწავლეთადმი უგულო და აგდებულმა დამოკიდებულებამ, რაც შეეხება მოძღვარს, ყოველთვის მყავდა და ერთი დღეც არ მიცხოვრია ეკლესიური ცნობიერების გარეშე. წერილიც კი სასულიერო პირებთან დავარედაქტირეთ (არასდროს დავკონკრეტდები ღიად მათივე უსაფრთხოების გამო), იმ პერიოდში მეუფე გერასიმეს ვაბარებდი აღსარებას, თუმცა არც მისთვის მიმიმართავს როგორც მფარველისთვის, ეს არ გვჭირდებოდა. ეკლესიის შიგნით გვსურდა მოგვარებულიყო ეს არაჯანსაღი მდგომარეობა.

ყოველთვის ეძებდნენ ვიღაცას ჩვენს ზურგს უკან, როდესაც პროტოპრესვიტერმა ძალადობის ნიშნნები დააგროვა და ერთი-ორი მძმე შემთხვევა ჩვენს ჯგუფშიც მოუწია, პირადად მე ვუთხარი: ამის გამო მოციქულთა 27-ე კანონით განკვეთა გემუქრებათ-თქო!!!... გავედი აუდიტორიიდან, სტუდენტები და იმდროენდელი ადმინისტრაცია იყო ამის მომსწრე.

ცრუობს, რექტორი როდესაც ბრძანებს მამა შალვას კურთხევით ვაგროვებდით ხელმოწერებს, როგორ შეიძლება იმ ადამიანის სახელით შემოიკრიბო ხალხი, ვის წინააღმდეგაც გამოხატავ უკმაყოფილებას.

არც მეუფე იოანე იდგა ჩვენს გვერდით და არც რომელიმე სხვა მღვდელმთავარი, ჩვენ 20 ეპისკოპოს პირადად ვესაუბრეთ, ზოგიერთს წერილობითად გავუგზავნეთ და მათგან ფარული მხარდაჭერა ვიგრძენით, რადგან არცერთს არ განუცხადებია წერილისადმი უარყოფითი ემოცია და არც ის უთქვამთ რომ ჩვენ რაიმე არასწორ გზას ვედექით.

მეუფე პეტრეს უხეშად ხსენება და ცილისწამება გახდა მიზეზი ერთი წლის წინ ღიად და საჯაროდ გამეკრიტიკებინა დასახელებული რექტორი თავის მფარველ ქალბატონთან ერთად.

დღესაც მორიგი ცილისწამება იყო მისი მხრიდან, როდესაც ჟურნალისტის დასმულ შეკითხვაზე აქცენტი ჭყონდიდელი მიტროპოლიტის მისამართით გადაიტანა. ვინ ვის იწვევდა ამაზე თავად იფიქრონ!

ეკლესიის საქმე სინოდის დონემდე უნდა წყდებოდეს, ჯერ ციანიდის თემას ვერ გაეცა ღირსეული პასუხი, მაშინ აკადემიის პრობლემები ორი ადამიანის დონემდე სურდათ დაეყვანათ, თუმცა ამით თავადაც ხვდებიან ალბათ, რომ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან.

პროტოპრესვიტერ გიორგისთან ხუთჯერ მოგვიწია პირადად შეხვედრა, მას ვუხსნიდით პრობლემებზე, თითქოს ინიშნავდა, იწერდა, მაგრამ არაფერი არ იცვლებოდა. ერთხელ გვეუბნება: წამოდი, დავიაროთ სტუდენტები და ვკითხოთ თუ არ ვუყვარვარ მათ... რაზეც მივუგე: რომელი გეტყვით რომ სძულხართ? საუბარია პრობლემებზე და არა სიყვარულზე! არასდროს გვითქვამს ღიად მის გადადგომაზე, უწმინდესსა და სინოდს ვთხოვდით პატრიარქის დაბრუნებას რექტორად, ამაში იყო ჩვენი დანაშაული, რომ პროტოპრესვიტერის უსამართლობას პატრიარქის სამართლიანობა და სიყვარული ვარჩიეთ?!“ - წერს მღვდელმონაზონი ანდრია სარია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42