შეხვედრის ფარგლებში ევროპარლამენტარი ჩაბუქის ოჯახის წევრებს, მის მეუღლესა და შვილებს, ჩაბუქის კოლეგებს და ჩაბუქის მეგობრებს შეხვდა.
ვიზიტის ფარგლებში, ასევე სამუშაო შეხვედა გაიმართა არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებთანაც.
სამუშაო შეხვედრის შემდეგ ქალბატონმა ქლერმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა საკუთარი პოზიცია და ჩაბუქსა და მის ოჯახს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.
“დღეს ამ სკოლაში ჩაბუქის საქმის გამო ვარ მოსული. ევროპარლამენტარები ინტერესით ვაკვირდებით მიმდინარე პროცესს. ჩვენ გვინდა, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქი ოჯახს დაუბრუნდეს და კვლავ გააგრძელოს სკოლაში საქმიანობა. მე ვხედავ, რამდენი ბედნიერი ბავშვია დღეს ამ სკოლაში. იმედია ბატონ ჩაბუქს მალე პირადადაც შეხვდები აქ, ამ სკოლის კედლებში, სადაც თავის საყვარელ საქმეს გააგრძელებს“.- განაცხადა შეხვედრის ბოლოს ქლერ მუდმა.
სამუშაო შეხვედრაზე, რომელსაც არასამთავრობო სექტორიც ესწრებოდა ევროპარლამენტარმა მადლობა გადაუხადა თემაზე მომუშავე ჯგუფს და განსაკუთრებით ხაზი გაუსვა მათი საქმიანობის მნიშვნელობას.
ევროპარლამეტარების შეხვედრა ჩაბუქის თემაზე მიმდინარე კვირაში კვლავ გაგრძელდება და ხუთშაბათს ქალბატონი რებეკა ჰარმსი პირადად მოინახულებს მუსტაფა ემრე ჩაბუქს გლდანის ციხეში.
მასალის გამოყენების პირობები






