გახშირებული ქურდობები ოზურგეთში - ლიხაურში რამდენიმე საცხოვრებელი სახლი გაქურდეს
კრიმინალი - 01:16, 13 Feb, 2018     1504
ოზურგეთში ბოლო დღეების განმავლობაში რამდენიმე სახლი და მაღაზია გაიქურდა.

როგორც ჩვენთვის ხდება ცნობილი, სოფელ ლიხაურში რამდენიმე საცხოვრებელი სახლი გაქურდეს.

ჩვენი წყაროს ცნობით, სახლებიდან ძირითადად გააქვთ საკვები პროდუქტები და საყოფაცხოვრებო ნივთები. ერთ-ერთი სახლიდან კი წაღებული იყო სანადირო თოფი.

მომხდარზე პოლიციამ არასრულწლოვანი დაკითხა, რომელმაც აღიარა ჩადენილი დანაშაული და მოპარული ნივთი უკან დააბრუნა.

ჩვენთვის ასევე ცნობილი ხდება, რომ გახშირებულ ქურდობებთან დაკავშირებით რამდენიმე ახალგაზრდა პოლიციაში დაკითხვაზეც იმყოფებოდა.

გარდა ლიხაურისა, ბოლო დღეებში სასურსათო მაღაზია გაიქურდა სოფელ ჭანიეთში და ნატანებში. გუშინ გვიან ღამით კი, სოფელ შემოქმედში მაღაზიაში გამოძიებისთვის ჯერ ჯერობით დაუდგენელმა პირებმა ხელყუმბარა შეაგდეს.

ჰყავს თუ არა სამართალდამცველებს ეჭვმიტანილები და რისთვის დაიკითხა რამდენიმე ახალგაზრდა შსს-ს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ქურდობის ფაქტზე არასრულწლოვანი ამხილეს, რომელმაც საცხოვრებელი სახლის დამხმარე სათავსოდან საყოფაცხოვრებო ნივთები და სანადირო თოფი მოიპარა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42