თსუ-ში ლევან გიგინეიშვილმა "პირველი საჯარო ლექციის" ფარგლებში ლექცია წაიკითხა
საზოგადოება - 17:24, 12 Feb, 2018     1913
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ პროფესორმა ლევან გიგინეიშვილმა წლის პირველ საჯარო ლექციის ფარგლებში წაიკითკა საჯარო ლექცია თემაზე „იოანე პეტრიწის ჰენადების თეორია და მისი ახალი ანთროპოლოგია". ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, სტუდენტები, პროფესორები, მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, „ზუსტად 100 წლის წინ ივანე ჯავახიშვილმა წაიკითხა პირველი საჯარო ლექცია ჩვენ უნივერსიტეტში. დღეს კი ლევან გიგინეიშვილმა წაიკითხა. ლევან გიგინეიშვილი არის ჩვენი ახალი პროფესორი. სასიხარულოა ჩვენთვის, რომ ასეთი კარგი პროფესურა, მკვლევრები, ახალგაზრდა მეცნიერები უბრუნდებიან ალმა მატერს. ეს ყველაზე დიდი საჩუქარია, რაც შეიძლება 100 წლის უნივერსიტეტს გაუკეთოს მისმა კურსდამთავრებულმა.“

„წილად მხვდა პატივი, რომ 100 წლის იუბილეზე პირველი საჯარო ლექცია წამეკითხა. ეს ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა. რაც შეეხება თემას - თითქოს აბსტრაქტული ფილოსოფიური საკითხია, ერთის და სიმრავლის ურთიერთობაზე. ეს დაწყევლილი საკითხია ფილოსოფიაში. რატომ არის საინტერესო? საინტერესოა იმიტომ რომ ეს არის მარადიული საკითხი ფილოსოფიაში, რომლის გადაწყვეტაზე დღესაც თავს იმტვრევენ მეცნიერები. ამავე დროს იოანე პეტრიწთან ეს დაკავშირებუილია ადამიანის ახალ გაგებასთან და ადამიანის სუბიექტურობის, პერსონალურობის ახლებურ გააზრებასთან. ვფიქრობ, ეს ახლებური გააზრება დღესაც საინტერესო და აქტუალური უნდა იყოს,-“ აღნიშნა ლევან გიგინეიშვილმა.

ლევან გიგინეიშვილმა 1994 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი კლასიკური ფილოლოგიის განხრით. 1995 წელს – ბუდაპეშტის ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის შუა საუკუნეების დეპარტამენტი მაგისტრის წოდებით; შემდეგ – ლუვენის კათოლიკური უნივერსტიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი ბაკალავრის ხარისხით; 2000 წელს კი – ბუდაპეშტის ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი შუა საუკუნეების მეცნიერებათა დოქტორის ხარისხით. 2003 წელს მიიღო ჰარვარდის უნივერსიტეტის პედაგოგიკის მეცნიერებათა მაგისტრის წოდება. 2001-2005 წლებში ასწავლიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2003 წლიდან ასწავლის გივი ზალდასტანიშვილის ამერიკულ აკადემიაში ლიტერატურასა და ფილოსოფიას. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობდა 2005 -2017 წლებში. 2018 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია.

„წლის პირველი საჯარო ლექცია“ ყოველწლიურად ტარდება. პირველი საჯარო ლექცია პირველად 100 წლის წინ, 1918 წლის 12 თებერვალს (ძველი სტილით 30 იანვარს) უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის წაიკითხა ივანე ჯავახიშვილმა “ადამიანის პიროვნება და მისი მნიშვნელობა ძველ ქართულ საისტორიო-საფილოსოფო მწერლობასა და ცხოვრებაში“ (ადამიანი ძველ ქართულ მწერლობასა და ცხოვრებაში). „წლის პირველი საჯარო ლექციის“ ფარგლებში პირველი საჯარო ლექცია „ჩვენი სახელმწიფო“ 2015 წლის 12 თებერვალს წაიკითხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა; 2016 წელს თსუ ემერიტუს პროფესორმა, აკადემიკოსმა მარიამ ლორთქიფანიძემ წაიკითხა საჯარო ლექცია „რამ გადაგვარჩინა?“. 2015წლის 12 თებერვალს საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ წაიკითხა წაიკითხა საჯარო ლექცია „თანამედროვე მონაცემები უძველესი ჰომოს შესახებ.“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42