სტუდნეტური მოძრაობა “აუდიტორია 115” 14 თებერვალს საპროტესტო მსვლელობას მართავს. როგორც მოძრაობის წევრები აცხადებენ, 2011 წლიდან 2017 წლამდე 1209 მშრომელი დაიღუპა ან დაშავდა, რაც შრომითი უსაფრთხოების არარსებობის გამო მოხდა.
მსვლელობა 19:00 სათზე თსუ-ის პირველიკორპუსიდან დაიწყება და პარლამენტთან დასრულდება.
„კიდევ ერთი, 26 წლის მუშა დაიღუპა მშენებლობაზე.
2011 წლიდან 2017 წლამდე 1209 მშრომელი დაიღუპა და დასახიჩრდა სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკისა და შრომის უსაფრთხოების არარსებობის გამო. ეს არის ომი ხალხსა და ბიზნეს-ელიტის ინტერესებზე მორგებულ სახელმწიფოს შორის.
მაშინ როცა გვარწმუნებენ არჩევანის თავისუფლებაში, მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება შიმშილსა და უმძიმეს პირობებში შრომას შორის უწევთ. ეს არ არის არჩევანი! ეს არ არის თავისუფლება!
სახელმწიფო თავისი უმოქმედობით გვაიძულებს ვაშენოთ ისეთი მკვლელი სახლები, რომელიც მსხვერპლად მშენებლების სიცოცხლეს ითხოვს!
მოთმენას აღარ ვაპირებთ, არ შევეგუებით ადამიანების ყოველდღიურ მკვლელობას!
სიჩუმე მკვლელობაში თანამონაწილეობაა.
14 თებერვალი, 19:00 საათი
მსვლელობა თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოდან პარლამენტისკენ!
წინააღმდეგობის დროა!“ - ნათქვამია სტუდენტური მოძრაობის განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






