შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსთავში მესხიშვილის ქუჩაზე მდებარე კვების ობიექტში მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
როგორც "ნიუპოსტს" გახარიას უწყებაში განუცხადეს, ბრალდებული პირი იდენტიდფიცირებულია და მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.
მესხიშვილის ქუჩაზე მდებარე საშაურმის თანამშრომელს თავს ღამის 2:00 საათზე დაესხნენ.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, უცნობი პირი საშაურმეში შევიდა და მომსახურე პერსონალს, 22 წლის მამაკაცს, თავში ქვა ჩაარტყა, რის შემდეგაც ადგილიდან მიიმალა.
ადგილზე საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი იყო მობილიზებული.
დაშავებული კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანეს, მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია. ამ დროისთვის პაციენტი ბინაზეა გაწერილი.
მასალის გამოყენების პირობები