"ეს არის არასწორი ინფორმაცია, როდესაც "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტი მოვიდა სასულიერო აკადემიაში, როდესაც ჟურნალისტს მისცეს ინტერვიუები სასულიერო აკადემიის სამეცნიერო საბჭოს პროფესორ-მასწავლებლებმა, სამეცნიერო საბჭოს წევრებმა, სტუდენტებმა, რატომ იყო მცდელობა, რომ დაეფარათ ეს ინტერვიუები, რატომ არ გავიდა ეს ინტერვიუები, მაგალითად, სასულიერო აკადემიის საბჭომ გამოაქვეყნა განცხადება აღნიშნულთან დაკავშირებით, რაც არ გავიდა"- თქვა მამა გიორგი ზვიადაძემ.
მისი თქმით, სასულიერო აკადემიაუშუალოდ პატრიარქის მეთვალყურეობის ქვეშ არის.
"სასულიერო აკადემიაში, რომელშიც მოღვაწეობენ სასულიერო მეცნიერები, პროფესორ-მასწავლებლები, ვის წარმოუდგენია, რომ რაიმე სახის ძალადობა იყოს? სასულიერო აკადემია უშუალოდ პატრიარქის მეთვალყურეობის ქვეშ არის.
არ შემიძლია ვისაუბრო თუ რაში სჭირდებათ ეს განცხადებები. შემიძლია ვისაუბრო თუ რა არის სიმართლე და რა არა. წარმოუდგენელია, რომ აკადემიაში რაიმე ძალადობას ჰქონდეს ადგილი. პირიქით, სამეცნიერო საბჭოს მთელი პედკოლექტივის და სტუდენტების უდიდესი მცდელობაა, რომ რაც შეიძლება მაღალი სულიერების და ცოდნის მიღების საშუალება იყოს აკადემიაში.
მე არ შემიძლია რომელიმე ადამიანს გული ვატკინო, არ შემიძლია ვისაუბრო თუ ვის რა მიზანი აქვს. მხოლოდ გეტყვით, რომ სასულიერო აკადემიას აქვს თავისი მიზნები და ამოცანები და ამას წარმატებით ასრულებს. ვამაყობთ, რომ აკადემიაში ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანი აღიზარდა და მომავალშიც აღიზრდება და ისინი ჩვენი ქვეყნის სამსახურში იქნებიან. არასოდეს მოხდება, რომ აკადემიამ შეწყვიტოს იმ ამოცანების შესრულება, რაც პატრიარქისგან და მართლმადილებლური ეკლესიიგან აქვს დაკისრებული, - განაცხადა მამა გიორგი ზვიადაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






