გენგეგმის პროექტის აფერა
საზოგადოება - 11:35, 12 Feb, 2018     3501
თბილისის მიწათსარგებლობის გენგეგმის პროექტი („სითი ინსტიტუტი საქართველოს“ შესრულებით) ლამისაა დამოკლეს მახვილივით ჰკიდია, ოღონდ არა თბილისის, მაგრამ საქმეს ისეთი პირი უჩანს, მისი ავტორი კომპანიის, ანუ სითი ინსტიტუტი საქართველოს“ თავზე.


მართალია, ამ პროცესში დედაქალაქიც ზარალდება, რადგან არა და არ ეღირსა ხეირიანი გენგეგმა, რომელიც განვითარების გეზს მაინც გვიჩვენებდა და იმ სტაგნაციიდან გამოიყვანდა თბილისს, რომელშიც დღეს არის.

მეორე მხრივ, გამოუსადეგარი გენგეგმის მიღებას ისევ არმიღება სჯობს, თუმცა, მაგალითად, თბილისური პოლიტოპოზიცია თანახმაა, დაე, იყოს უვარგისი, ოღონდ კი მივიღოთო, რაც, ცხადია, ბადებს ეჭვებს. ან კი როგორ არ დაბადებს, როდესაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ამბობენ, რომ შენიშვნები აქვთ გენგეგმის პროექტის მიმართ, მაგრამ მაინც მის მიღებას ითხოვენ დედაქალაქის მერი კახა კალაძისგან.

კახა კალაძემ კი თავი უკვე დაიზღვია, რადგან გენგეგმის პროექტის განხილვაში საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ექსპერტები და ადგილობრივი სპეციალისტები მოიწვია და განაცხადა, რომ მათი შეფასების შედეგად მიიღებს გადაწყვეტილებას. ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ გენგეგმის პროექტი უკვე შეაფასა ორმა საერთაშორისო ექსპერტმა (აზიის განვითარების ბანკის მიერ დაქირავებულმა ფრანგმა ერიკ ჰიუბრეხტმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ დაქირავებულმა ბრიტანელმა ჯონ ბეროუზმა) და ორივემ, საერთო ჯამში, უარყოფითად შეაფასა „სითინსტიტუტი საქართველოს“ პროდუქტი, საქმე რიგზე ვერ აქვს ვერც „სითი ინსტიტუტ საქართველოს“, ვერც გენგეგმას და ვერც დედაქალაქს, რადგან ხეირიანი გენგეგმის მიღება ისევ გადაუვადდა. აქვე უნდა ითქვას, რომ გენგეგმის პროექტი ვერც ივარგებდა, რადგან ის არ ეფუძნება გავთვლებს, არ ახლავს თან დასაბუთება და იმდენად უგებრადაა შედგენილი (გენგეგმის პროექტისთვის შეუფერებლად), რომ მხოლოდ ვიწრო სპეციალისტები თუ შეძლებენ დასკვნის გამოტანას, ისიც მხოლოდ თავიანთი კომპეტენციის შესაბამის თავებში.

გარდა გადავადებისა გენგემის პროექტს კიდევ ერთი დიდი ხარვეზიც სდევს თან: 2,8 მილიონი ლარიდან „სითი ინსტიტეტმა საქართველომ“ უკვე მიიღო მერიისგან ორი მილიონი ლარი (შესრულებული სამუშაოსთვის. მოგეხსენებათ, გენგეგმის ხუთი ეტაპი თბილისის მერიამ ჩაიბარა ჯერ კიდევ დავით ნარმანიას მერობისას) და დარჩენილია ბოლო, მეექვსე ეტაპი, რომელიც ხარვეზების გამო არაერთგზით დაუბრუნდა ავტორს გამოსასწორებლად და აწ უკვე ფინალური ეტაპია: „სითი ინსტიტუტ საქართველოს“ საბოლოო 45-დღიანი ვადა მიეცა შენიშვნების გასათვალისწინებლად.

თუ მერიამ გენგეგმის პროექტი არ ჩაიბარა, ესე იგი, „სითი ინსტიტუტი საქართველო“ ვეღარ მიიღებს დარჩენილ 800 000 ლარს, თუმცა არც უკვე აღებულ 2 მილიონ ლარს დააბრუნებს, ანუ ნებისმიერ შემთხვევაში დედაქალაქის ბიუჯეტმა იზარალა ორი მილიონი ლარი და დაიკარგა ორი წელი.

უცხოელი ექსპერტები ვახსენეთ, რომლებმაც „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ მიერ მომზადებული გენგეგმის პროექტი დაიწუნეს, თუმცა თავად სითი ინსტიტტი საქართველოს“ წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ გენგეგმის პროექტზე უცხოელი ექსპერტებიც მუშაობდნენ და ზემონახსენები ორი მილიონი ლარიდან უმეტესი თანხა სწორედ მათ მომსახურებაზე დაიხარჯა.

იმ მარტივი მიზეზით, რომ თანხა საბიუჯეტოა, ცხადია, იბადება კითხვა: რომელმა უცხოურმა კომპანიებმა მიიღეს მონაწილეობა გენგეგმის პროექტის შემუშავებაში, გენგეგმის კერძო რომელი თავებია მათ მიერ დაწერილი და რა ანაზღაურება აიღეს გაწეულ სამუშაოში?

გენგეგმის პროექტის კოორდინატორგოგი აბაშიძე ამბობს, რომ ორი მილიონი ლარიდან მილიონ-ნახევარი დაიხარჯა რამდენიმე უცხოურ კომპანიაზე. ესენია: „შტაინბაისი“, „ფრანჰოფერი“, „ალბერტ შპერისკომპანია“, „ალფრედ პრეტერის კომპანია“ და „ბრენერი დამარტინანდერსი“.

ცხადია, არანაირი საფუძველი არ გვაქვს, ეჭვი შევიტანოთ ბ-ნი აბაშიძის სიტყვებში, მაგრამ ისევ და ისევ იმის გამო, რომ თანხა საბიუჯეტოა, სრული უფლება გვაქვს, გასაჯაროვდეს ის დოკუმენტები, რომლებიც დაადასტურებს ბ-ნი აბაშიძის სიტყვებს და, წესითა და რიგით, მერიაშიუნდა არსებობდეს დოკუმენტები, რომლებიც ბ-ნი აბაშიძის ნათქვამს ადასტურებს.

თავის მხრივ, თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი ამბობს, რომ მერიასა და „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულება არ ითვალისწინებს ხარჯთაღრიცხვის მერიისთვის წარდგენას.

ბუნებრივია, უცნაურია, რატომ არ უნდა ჰქონდეს მერიას თავსი მიერ გადახდილი თანხის ასავალ-დასავლის ცოდნის უფლება, მაგრამ კიდევ უფრო უცნაურია „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ დირექტორის, მამუკა სალუქვაძის მოსაზრება, რომ არავის საქმე არ არის, თუ რაში დახარჯა „სითი ინსტიტუტმა საქართველომ“ ბიუჯეტის მიერ გადახდილი ორი მილიონი ლარი და, მით უმეტეს, ვის რა გადაუხადა, თუმცა ისიც ბ-ნი ელოშვილის მსგავსად აცხადებს, რომ ხარჯთაღრიცხვის მერიისთვის წარდგენას არ ითვალისწინებდა ხელშეკრულება, იმ ლოგიკით, რომ „მერია კონტრაქტით არ არის დაკავშირებული უცხოელ პარტნიორებთან“.

მამუკა სალუქვაძე: უცხოელ პარტნიორებთან ორი კერძო სუბიექტი ვართ დაკავშირებული, ის ჩემს მიერ მოწვეულია, როგორც კერძო სუბიექტის მიერ და აქედან გამომდინარე, მე უფასოდ გავაკეთებინე თუ მთელი ფული მას მივეცი, როგორ მოვიქეცი ჩემი საქმეა, არავის საქმეა ეგ! მე ვარ თბილისის მერიასთან და თბილისის მერია ჩემთან არის მოპასუხე, ვალდებული ამ თანხების გადარიცხვასთან დაკავშირებით. ვინ შემოვიყვანე, ვის რა დავალება მივეცი და როგორ გავანაწილე, ეს ჩემი, როგორც კერძო სუბიექტის საქმეა.“

ერთი სიტყვით, მამუკა სალუქვაძე დარწმუნებულია, რომ ის, როგორც კერძო სუბიექტი, არავის წინაშე არაა ვალდებული, მერიას პროდუქტი ჩააბარა და ამით მისი ანგარიშვალდებულებაც დასრულდა (დამეთანხმებით, ლოგიკასცდება სამართლებრივი და დემოკრატიული ურთიერთობის ფარგლებს).

ბ-ნი სალუქვაძის აშუღური პათოსი – „შენ ხილი ჭამე, მებაღეს რას კითხულობ“ მისაღები იქნებოდა, ბოჰემურ ცხოვრებას რომ ვეწეოდეთ არასაჯარო ადგილას, მაგრამ, რაკი საქმე ბიუჯეტიდან დაფინანსებულ გენგეგმის პროექტს ეხება, გემოვითხოვეთ ზემონახსენები ხელშეკრულება, გულდასმით გადავიკითხეთ და დარჩა შთაბეჭდილება, რომ ან ბ-სალუქვაძეს არ წაუკითხავს ხელშეკრულება, რომელიც თბილისის მერიასთან გააფორმა, როგორც „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ დირექტორმა, ან უბრალოდ სიმართლეს მალავს, ოღონდ ეს ის შემთხვევაა, როდესაც დამალვას აზრი არ აქვს,რადგან სახელმწიფო უწყებებს, მერია კი სწორედ სახელმწიფო უწყებაა, აქვს ოფიციალური დოკუმენტაციის, ანუ ხელშეკრულების გაცემის ვალდებლება.

ერთი სიტყვით, 2015 წლის 15 ოქტომბერს, ერთი მხრივ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტური სამსახურის მოვალეობის შესრულებელსა (შემდგომში „შემსყიდველი“) და, მეორე მხრივ, „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ დირექტორებს, მამუკა სალუქვაძე და არჩილ ბარბაქაძე, შორის (შემდგომში „მიმწოდებელი“) გაფორმდა ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ.

ხელშეკრულების ობიქტია „საქართველოს დედაქალაქის – ქ. თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საპროექტო მომსახურების შესყიდვა ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით“.

„შესყიდვის პროექტის საერთო ღირებულება შეადგენს 2 800 000 ლარს, ყველა გადასახადის ჩათვლით.“

ამ ხელშეკრულების მეხუთე მუხლის („მხარეთა უფლება-მოვალეობანი“) მეოთხე პუნქტში („მიმწოდებელი ვალდებულია“) სიტყვა სიტყვით ვკითხულობთ: „შემსყიდველთან შეთანხმებით, დანარი 4-ით განსაზღვრულ იურიდიულ პირებთან (აი, ზემონახსენებ უცხოურ კომპანიებთან. ავტორი) უზრუნველყოფს დანართი 3-ით გათვალისწინებული სამუშაოების შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმებას, არაუგვიანეს 45 დღისა წინამდებარე ხელშეკრულებაზე ხელის მოწერიდან, რომლებიც დაერთვება წინამდებარე ხელშეკრულებას. გარდა დანართი 3-განსაზღვრული სამუშაოებისა, დანართი 4-განსაზღვრულ იურიდიულ პირებს მიმწოდებელთან შეთანხმებით შეუძლიათ, დანართი 3-მათთვის განსაზღვრული სამუშაოების გარდა სხვა სამუშაოების შესრულება.“

ანუ „სითი ინსტიტუტ საქართველოსა“ და თბილისის მერიას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში შავით თეთრზე წერია, რომ სითი ინსტიტუტ საქართველოს“ თავის ქვეკონტრაქტორ კომპანიებთან ხელშეკრულებები უნდა გაეფორმებინა არა უგვიანეს 2015 წლის ნოემბრის ბოლოსა და დაერთო ისინი ზემოთ ნახსენები ხელშეკრულებისთვის.

თბილისის მერიას კი უნდა უზრუნველეყო ხელშეკრულების მოთხოვნის აღსრულება (შეემოწმებინა მაინც).

იმ თანდართულ ხელშეკრულებებში კი უნდა ასახულიყო უცხოური კომპანიების მიერ შესრულებული სამუშაოებიც და მათთვის გადახდილი თანხაც, რაც არ მომხდარა.

უფრო მეტიც – სითი ინსტიტუტი საქართველო“ ირწმუნება, რომ მსგავსი ვალდებულება არ ჰქონია (და მხოლოდ მისი საქმეა, რაში დახარჯა ორი მილიონი ლარი), რაც, თუ „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ მიერ მერიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებას ვერწმუნებით, სიმართლეს არ შეესაბამება.

აქედან გამომდინარე კი, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ გენგეგმის პროექტის აბტორ კომპანიას უცხოელი პარტნიორები საერთოდ არ ჰყოლიათ, იმას გარდა, რომ დანამდვილებით ხდება ცნობილი, რომ „სითი ინსტტუტმა საქართველომ“ დაარღვია ხელშეკრულების პირობა.

ანა ლეჟავა





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42