ანაკლიასა და ურეკში წყალარინების ბიოლოგიური გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა დაიწყო
საზოგადოება - 17:21, 11 Feb, 2018     1342
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ საკურორტო ზონებში - ანაკლიასა და ურეკში წყალარინების (კანალიზაციის) ბიოლოგიური გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა დაიწყო.

სამუშაოების დასრულების შემდეგ ექსპლუატაციაში შევა თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი 2 გამწმენდი ნაგებობა და თითოეული განახორციელებს ჩამდინარე წყლების წმენდას სრული ბიოლოგიური ციკლის დაცვით (აზოტისა და ფოსფორის ელემენტების მოცილების ჩათვლით), რაც მნიშვნელოვანია გარემოს ეკოლოგიური დაბინძურების საფრთხის შესამცირებლად.


საყოფაცხოვრებო ჩამდინარე წყლებით ზედაპირული წყლების დაბინძურება ერთ-ერთ მწვავე ეკოლოგიურ პრობლემას წარმოადგენს, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. ამ კუთხით, შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობა ხელს შეუწყობს გარემოს ეკოლოგიური მდგომარეობის გაჯანსაღებას, დაიცავს მას არასაკმარისად გაწმენდილი ურბანული ჩამდინარე წყლების ჩაშვებით გამოწვეული მავნე ზემოქმედებისგან.

ბიოლოგიური მეთოდით გაწმენდილი წყალი, თანხვედრაშია გარემოს დაცვითი რეგლამენტის მოთხოვნებთან, შეესაბამება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების და ასოცირების დღის წესრიგის ფარგლებში აღებულ ვალდებულებებს. ასევე, თანხვედრაშია საქართველოს მიერ შავი ზღვის დაბინძურებისგან დაცვის კონვენციით აღებულ ვალდებულებებთან.


ანაკლიასა და ურეკში წყალარინების გამწმენდი ნაგებობების მიმდინარე მშენებლობის საერთო ღირებულება 34 458 437 ლარია. პროექტი "აზიის განვითარების ბანკის" მიერ, „ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამის“ ფარგლებში ფინანსდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42