"ბადაგონში არ ჩატარებულა ჩხრეკა, ჩატარდა მხოლოდ საგამოძიებო მოქმედება“ - თამარ გოდერძიშვილი
საზოგადოება - 18:05, 10 Feb, 2018     1578

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსმა, თამარ გოდერძიშვილმა „ბადაგონის“ ირგვლივ მიმდინარე საკითხზე ისაუბრა და აღნშნა, რომ „ბადაგონში“ ჩხრეკა არ ჩატარებულა, არამედ ჩატარდა მხოლოდ საგამოძიებო მოქმედებები:

”გამოძიების მიმდინარეობისას, საქართველოს პროკურატურის შესაბამისი შუამდგომლობების საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაიცა განჩინებები, საგამოძიებო მოქმედების - დოკუმენტების ამოღების და ელექტრონული ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე.

"მიუხედავად იმისა, რომ განჩინება ითვალისწინებდა შპს ბადაგონიდან 2013 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 1 თებერვლამდე პერიოდის სრული დოკუმენტაციის ამოღებას, იმის გათვალისწინებით, რომ კომპანიის საქმიანობა არ შეფერხებულიყო, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, პროცესუალური ნორმების სრული დაცვით, ქალაქ თბილისში მდებარე შპს ბადაგონის სათაო ოფისიდან ამოღებულ იქნა მხოლოდ წილის გასხვისებასთან, ინვესტირებასთან, სესხის აღებასთან და აღებული სესხის მიზნობრივ გამოყენებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია (სულ ერთი საქაღალდე). კომპანიის ოფისიდან ასევე გამოთხოვილია ელექტრონული ინფორმაცია, რომელიც ამოღებულ დოკუმენტებთან ერთად, საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილე პირების თანდასწრებით დაილუქა.

ხაზგასმით გვსურს აღვნიშნოთ, რომ შპს ბადაგონში არ ჩატარებულა ჩხრეკა, ჩატარდა მხოლოდ საგამოძიებო მოქმედება - ამოღება, ყოველგვარი საპროცესო იძულების ღონისძიებების გამოყენების გარეშე, რა დროსაც კომპანია ბადაგონის წარმომადგენლების მიერ ნებაყოფლობით იქნა წარმოდგენილი ზემოაღნიშნული მოთხოვნილი დოკუმენტაცია და ელექტრონული ინფორმაცია.

ხსენებულ საგამოძიებო მოქმდებებს არ გამოუწვევია და ვერც გამოიწვევდა, შპს ბადაგონის საქმიანობის შეფერხებას ან შეჩერებას. ამასთან, გავრცელებული ინფორმაცია საწარმოდან კომპიუტერული ტექნიკის ამოღების, საქმიანობის შეფერხების და ყადაღის დადების შესახებ სიცრუეა. ამ ეტაპზე, ზემოაღნიშნულ საქმეზე ინტენსიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და ცრუ განცხადებები ხელს ვერ შეუშლის საქმეზე სრულყოფილი გამოძიების ჩატარებას, ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას და კანონის შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას. საგამოძიებო სამსახურის საქმინობა ორიენტირებულია სახელმწიფოს, მოქალაქისა და ბიზნესის ინტერესის დაცვაზე,” - აცხადებენ უწყებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42