"18 წლის ახალგაზრდა მისივე თანატოლებმა დაჭრეს" - ახალი დეტალები ვარკეთილში მომხდარი კრიმინალური გარჩევაზე
კრიმინალი - 18:18, 09 Feb, 2018     2816
თვითმხილველთა თქმით, ვარკეთილში დაჭრილი 18 წლის ილო ფარცვანიაა. როგორც ირკვევა ახალგაზრდა მისივე თანატოლებმა დაჭრეს. ფარცვანიას კლინიკა „ოპტიმალ მედიში“ ოპერაცია ჩაუტარდა.

თვითმხილველებმა ორი ბიჭი დაინახეს, რომლებმაც დაჭრის შემდეგ გაქცევა მოახერხეს.

"ბიჭი საკაცით გამოიყვანეს, ამბობენ გადაჭრილი თოფიდან ესროლესო. ორნი ყოფილან, ამბობენ თანატოლებმა დაჭრესო"- ყვება თვითმხილველი.

მისი თქმით, გასროლის ხმის გაგებამდე დაინახა, რომ 18 წლის ბიჭს ორი ახალგაზრდა მისდევდა და სადარბაზოშიც შეყვნენ.

"სულ ორი გასროლა გაისმა, რა დროსაც 18 წლის ახალგაზრდა ფეხში დაიჭრა"- აღნიშნა ადგილობრივმა.

მედიკოსების თქმით, პაციენტს მდგომარეობა სტაბილურია, ილო ფარცვანიას მრავლობითი ჭრილობები აღენიშნება, რადგან საფანტიდან ესროლეს.

"რამდენია ჭრილობა, რამდენი საფანტი იყო, ამას თვითონ ექსპერტიზა დაადგენს,“ - განაცხადა კლინიკის დირექტორმა, გიორგი შათირიშვილმა.

დაჭრილი ახალგაზრდა იმ კორპუსში არ ცხოვრობდა, რომლის სადარბაზოშიც ის დაჭრეს. სასწრაფო დახმარების ბრიგადა ადგილორბივებმა გამოიძახეს.

დაშავებულის დედისთვის უცნობია მომხდარის დეტალები.

"სამსახურიდან მოვედი, ექიმმა დამირეკა, სხვა არაფერი ვიცი"- აცხადებს ილო ფარცვანიას დედა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 117-ე, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და 236-ე, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვის მუხლით მიმდინარეობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42