„ბადაგონის საქმეში ბევრი სპეკულაციაა, რაც პორობლემის სხვა სიბრტყეში გადატანას ემსახურება"
საზოგადოება - 18:24, 09 Feb, 2018     1599
დღეს 9 თებერვალს სსტუმრო რუმსში „გრაკორო ტრეიდინგ ლიმიტედი“ და ვლადიმერ ჯანჯღავას ადვოკატებმა პრესკონფერენცია გამართეს , პრესკონფერენციას ასევე ესწრებოდა თეიმურაზ უბილავა, რომელიც კომპანია ბადაგონის პრეზიდენტია 2003 წლიდან , ასევე პრესკონფერენციაზე სკაიპით ჩაერთო ვლადიმერ ჯანჯღავა, რომელიც კომპანია ბადაგონის ერთადერთი ინვესტორია.

თეიმურაზ უბილავამ დეტალურად გაიხსენა ბადაგონის ქარხნის მშენებლობის და განვითარების პროცესი .

უბილავამ გამოსვლის დასასრულს მიმართა კომპანია ბადაგონის ახლადნელ დირექტორს გიორგი სალაყაიას, რომელმაც მიითვისა კომპანიაში განხორციელებული ინვესტიციები და წილები : გოგი, არ გაბედო ქარხნის გაჩერება .

ვლადიმერ ჯანჯღავას ადვოკატმა ,იმედა დვალიძემ ჟურნალისტების მეშვეობით გიორგი სალაყაიას სამი კითხვა გაუგზავნა:

1. ვინ ანხორციელებდა ინვესტიციებს კომპანია ბადაგონში ?

2. ვისგან და რა პირობით შეიძინა კომპანია ბადაგონის წილი ?

3. რა ოდენობის ინვესტიციები განახორციელა მან თავად ?

იმედა დვალიძე: ბოლო ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობს ამ თემის ირგვლივ ხელოვნურად ტემპერატურის აწევა , ადგილი აქვს საბოტაჟს და სპეკულაციებს , ნახსენები იქნენ ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენლები, ბიზნესმენები , მათ გვარებს შეგნებულად აღარ გავიმეორებ , აღნიშნულის მიზანი მთავარი საკითხების და პრობლემის სხვა სიბრტყეში გადატანის მცდელობაა , მე მინდა თქვენი მეშვეობით სამი კითხვა დავუსვა ბ-ნ სალაყაიას :

„ბრაკორო ტრეიდინგ ლიმიტედ“-ის ადვოკატმა დიმიტრი ხაჩიძემ ,ჟურნალისტებს გააცნო გამოძიებასთან დაკავშირებული დეტალები, თუ რატომ და როდის მიმართა ფინანსურ პოლიციას , იგი აცხადებს, რომ გამოძიებისთვის წარმოდგენილია ის დოკუმენტაცია , რომელიც ადასტურებს კომპანია ბადაგონში განხორციელებულ ინვესტიციებს, დაკითხულები არიან როგორც ჯანჯღავა, ასევე უბილავა როგოც გამოძიების დაწყებამდე, ასევე მიმდინარეობის პროცესშიც და ყოველგვარი სპეკულაცია იმასთან დაკავშირებით, რომ არ არსებობს დოკუმენტაცია გამოძიების სწორი მიმდინარეობისათვის არის აბსოლუტური სიცრუე .

ვლადიმერ ჯანჯღავა : ის რაც დღეს ხდება ჩემთვის გაუგებარია, ვფიქრობ მოვიდა დრო, რომ შევახსენო ბ-ნ სალაყაიას , რომ ყველა ფულად სახსრებს იღებდა ჩემგან, ჩვენ ვმეგობრობდით და სამწუხაროდ მან ეს ყველაფერი დაივიწყა , სამწუხაროდ ის იგნორირებას უკეთებს ჩვენს სამართლებრივ მოთხოვნებს, იძულებული ვართ თავად ვიპოვოთ გზები და მას ანგარიში გავუსწოროთ, მან ჩემი ნდობა გამოიყენა და ჩემი საკუთრება მიითვისა .

რაც შეეხება კომპანია ბადაგონის ირგვლივ განვითარებული მოვლენების პოლიტიკურ ნაწილს, როგორც ვლადიმერ ჯანჯღავამ , ასევე თეიმურაზ უბილავამ ცალსახად განაცხადეს, რომ არც ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელთან და არც რომელიმე ცნობილ ბიზნესმენთან ამ საქმესთან დაკავშირებით კომუნიკაცია არ ჰქონიათ , ხოლო იმედა დვალიძემ აღნიშნა , რომ გიორგი სალაყაიას მხრიდან სხვადსხვა პერსონებზე საუბარი ემსახურება მხოლოდ იმას, რომ არ მოუწიოს პასუხის გაცემა ზემოთ აღნიშნულ კითხვებს .





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42