დოდო გუგეშაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის სტაბილურად მძიმეა და ის მართვითი სუნთქვის აპარატიდან მოხსნილია. პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.
როგორც ექიმმა ნიკა ქარცივაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, დოდო გუგეშაშვილი კონტაქტურია, თუმცა კვლავ რჩება საძილე პრეპარატების გავლენის ქვეშ:
„მკურნალობა გრძელდება კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში, რეანიმაციის განყოფილებაში. ამჟამად ხელოვნური სუნთქვიდან მოხსნილია, ჰემოდინამიკა სტაბილურია, პაციენტთან კონტაქტი მყარდება. მისი მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებლად ფასდება და ამ ვითარებას სტაბილურად მძიმე ჰქვია. ჯერჯერობით მკურნალობა და დაკვირვებები ჩვენთან უნდა გაგრძელდეს. თუმცა როდის გადავიყვანთ რეანიმაციიდან პალატაში, ზუსტი თარიღის დასახელება გამიჭირდება. კონტაქტური არის, თუმცა ჯერჯერობით მაინც არის გამაყუჩებლების და საძილე პრეპარატების გავლენის ქვეშ. ოპერაციული სტრესი და ზოგადი მძიმე მდგომარეობა ამ ფუნქციაზე გავლენას ახდენს, ძილიანია, ადინამიურია, ასე რომ კონტაქტურობა და ადეკვატურობა ძალიან პირობითია“, - განაცხადა ნიკა ქარცივაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






