გაზეთ „ქრონიკა პლუსის“ რედაქტორმა ელისო კილაძემ თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველო დატოვა, მას უწყებაში ორი საათის განმავლობაში კიტხავდნენ. ელისო კილაძე მის მიმართ მუქარის შემცველი სატელეფონო ზარების გამო დაიბარეს.
„ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ჩემ მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებას მუქარებთან დაკავშირებით რეაგირება მოჰყვა და გამოკითხვაზე დამიბარეს. მივაწოდე დეტალური ინფორმაცია აღნიშნულ სატელეფონო ზართან დაკავშირებით, შესაბამისი დოკუმენტაციაც წარვადგინე. დავასახელე კონკრეტული სახელები და გვარები, ვინც პერიოდულად მემუქრება ცემით და ანგარიშსწორებით. პირდაპირ გეტყვით, დასახელებულია, როგორც ირაკლი ღარიბაშვილი, ასევე, სოსო გოგაშვილი, იმიტომ, რომ ჩემი ჟურნალისტური საქმიანობიდან გამომდინარე, მე მათთან პირდაპირ გაცხადებული მტრობა მაქვს,“ - განაცხადა ელისო კილაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






