თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით მეუფე შიომ სამებაში პარაკლისი აღავლინა
საზოგადოება - 19:51, 08 Feb, 2018     978
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით სენაკისა და ჩხოროწყუს, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მიტროპოლიტმა, საქართველოს კათალიკოს პატრიარქის მესაყდრემ მეუფე შიომ პარაკლისი აღავლინა. სადღესასწაულო პარაკლისს სამების საკათედრო ტაძარში თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, პროფესორები, სტუდენტები, 50-მდე ქვეყნის უნივერსიტეტების წარმომადგენლები, მოუწვეული სტუმრები დაესწრნენ.

„დღეს ჩვენი ეკლესია აღნიშნავს დიდი მეუფის დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების დღეს. წმინდა მეფე დავით აღმაშენებელს განსაკუთრებული ადგილი უკავია ჩვენი ერის ისტორიაში. მის სახელს უკავშირდება საქართველოში განათლების კერების დაფუძნება, მათ შორის, გელათის აკადემიის. შემთხვევითი არაა, რომ თსუ დამფუძნებლებმა უნივერსიტეტის დაარსება გადაწყვიტეს დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს. პირველი უნივერსიტეტი ეფუძნება სწორედ იმ ღირებულებებს, რასაც იზიარებდა აღმაშენებელი,“- განაცხადა მეუფე შიომ.

კავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტი 1918 წლის 8 თებერვალს, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს გაიხსნა. „დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს უნივერსიტეტის გახსნა იყო სიმბოლური აქტი, რომლითაც ხაზი გაესვა იმას, რომ პირველი ეროვნული უნივერსიტეტი კავკასიაში არის იმ მრავალსაუკუნოვანი ტრადიციის გამგრძელებელი, რომელიც იწყება ჯერ კიდევ გელათის აკადემიის დაარსებით. ეს არის ის უწყვეტი კავშირი, რომელიც მთელ ჩვენ განვითარების ისტორიას გასდევს - აკადემიური ტრადიციები, რომელიც გაგვაჩნდა საქართველოში და რომლითაც დღემდე ვამაყობთ,“ - განაცხადა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.

ქადაგების დასასრულს პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ უნივერსიტეტის რექტორს გიორგი შარვაშიძეს საჩუქრად ღვთისმშობლის ხატი გადასცა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42