თსუ-100 - უნივერსიტეტში საიუბილეო ღონისძიება გაიმართა
საზოგადოება - 19:32, 08 Feb, 2018     1475

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 100 წლისთავთან დაკავშირებით საიუბილეო ღონისძიება გაიმართა, რომელსაც 50-მდე ქვეყნის უნივერსიტეტების წარმომადგენლები, სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები, საქართველოს მთავრობის და საკანონმდებლო ორგანოს, და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, საქართველოს პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, ევროპული უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა თსუ იუბილე მიულოცეს ღონისძიების მონაწილეებს.

„უპირველეს ყოვლისა, მინდა პატივი მივაგო და დავლოცო ის ადამიანები, რომელთაც საფუძველი ჩაუყარეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს და მინდა დავლოცო ის პიროვნება, რომელმაც პირველმა დალოცა უნივერსიტეტი - კათალიკოს-პატრიარქი სრულიად საქართველოსი, უწმინდესი და უნეტარესი კირიონი. უნივერსიტეტი არის მაჩვენებელი ქართული კულტურისა, ქართული წარსულისა, აწმყოსი და მომავლისა. ეს არის მაჩვენებელი ჩვენი ინტელექტისა, ჩვენი სულიერებისა. საქართველომ ამ უნივერსიტეტის დაარსების შემდეგ მძიმე პერიოდი განვლო, მაგრამ ეს მოღვაწეობა არის საოცნებო, ეს არის ის დიდი ღვაწლი, რომელიც უნდა შეესრულებინა საქართველოს ეკლესიას და ვერ შეასრულა, რადგან კომუნისტური რეჟიმი მძიმე ტვირთად დააწვა ქვეყანას. კიდევ ერთხელ გილოცავთ 100 წლისთავს უნივერსიტეტისა. უნივერსიტეტს, რომელსაც აქვს ასეთი დიდი წარსული, ჰყავს ასეთი თავდადებული პროფესორ-მასწავლებლები, არანაკლები მომავალი ექნება. დალოცვილი იყავით რექტორატი, პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები, დალოცვილი იყოს საქართველო, რომელსაც გააჩნია ასეთი დიდი სულიერი საუნჯე. ღმერთმა დაგლოცოთ და კვლავ გილოცავთ დავით აღმაშენებლის დღეს,“-ამ სიტყვებით დალოცა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ უნივერსიტეტი.

თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე მიესალმა ღონისძიების მონაწილეებს. მათ შორის, უნივერსიტეტის პირველი სტუდენტის მედეა ღამბაშიძის შვილსა და შვილიშვილს, რომლებიც იუბილეზე სპეციალურად ჩამოვიდნენ საფრანგეთიდან. „სულ რაღაც 100 წელი გავიდა იმ დღიდან, როდესაც შეიქმნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ეს არის, ერთი მხრივ, მოკლე ისტორიული მონაკვეთი, მეორე მხრივ, კი ძალიან დიდი სიმბოლიზმით დატვირთული 100 წელიწადი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი შეიქმნა იმ მდიდარ მრავალსაუკუნოვან ტრადიციაზე, რომელიც საქართველოს გააჩნდა. 1918 წელს აღდგა ისტორიული სამართლიანობა - დაარსდა ევროპული ტიპის უმაღლესი სკოლა, რომელიც ემყარებოდა ქართულ საგანმანათლებლო ტრადიციას. შეიქმნა უმაღლესი სკოლა, რომლის პრინციპი იყო თანამედროვე კვლევა, თანასწორობა, ღიაობა, დემოკრატიზმი. დღეს, ჩვენ შეგვიძლია სიამაყით ვთქვათ, რომ ბევრი მიმართულებით ქართული მეცნიერება არათუ გადარჩა, არამედ ახალი სუნთქვა შეიძინა, ახალი სახეები გაჩნდა ქართულ მეცნიერებაში. მივესალმებით ქართული მეცნიერების გაახალგაზრდავებას და იმ პროგრამების განხორციელებას, რომელსაც საერთაშორისო პარტნიორების მეშვეობით ჩვენ ჩავუყარეთ საფუძველი,“-აღნიშნა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.

„ჩვენი დიდი წინაპრები ქვეყნის დამოუკიდებლობასა და მძლავრი საგანმანათლებლო ეროვნული, კულტურული კერის არსებობას ერთ კონტექსტში განიხილავდნენ და ეს სულ მალე გამოჩნდა. უნივერსიტეტის დაარსებიდან რამდენიმე თვეში საქართველომ დამოუკიდებლობის აქტით დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნა გამოაცხადა. ამ თარიღებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ისტორიისთვის. ასე რომ, 2018 წელი საქართველოსთვის განსაკუთრებულია, საიუბილეო წელი გახლავთ. 100 წლის წინ ამ კედლებში თავი მოიყარა ყველა პროგრესულმა იდეამ, რომელიც იბადებოდა სამეცნიერო და კულტურულ წრეებში. დღეს უნივერსიტეტი 100 წლის იუბილეს ხვდება, როგორც ქვეყნის უმნიშვნელოვანესი სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების სიაში შედის,“- აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

„აქ არის მთავარი სამჭედლო ჩვენი მომავალი თაობის, ჩვენი ინტელექტუალური პოტენციალის; აქ იქმნება ახალი ცოდნა, აქ წინ მიდის მეცნიერება და ყველა პროფესორ-მასწავლებელს, ყველა მეცნიერს, ყველა თანამშრომელს მთელი გულით მინდა დიდი მადლობა გითხრათ პირადად ჩემთან და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სახელით იმ დაუღალავი შრომისთვის, რომელსაც თქვენ წევთ ჩვენი მომავალი თაობის აღზრდის საშვილიშვილო საქმეში“- განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილე 2018 წელს იუნესკოს (UNESCO) ეგიდით მიმდინარეობს - ეს გადაწყვეტილება გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ პარიზში გენერალური კონფერენციის 39-ე სესიაზე მეგობარი ქვეყნების მხარდაჭერით მიიღო.

100 წლის იუბილეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ხვდება როგორც ქვეყნის უმნიშვნელოვანესი სასწავლო და სამეცნიერო–კვლევითი დაწესებულება, სადაც ყოველწლიურად 200–მდე ადგილობრივი და საერთაშორისო მასშტაბის სამეცნიერო საგრანტო პროექტი ხორციელდება; 22 ათასამდე სტუდენტი, მათ შორის 600-მდე უცხოელი სწავლობს და რომელიც 2018 წლის საერთაშორისო რეიტინგის მიხედვით მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების 2%-ში შედის. (The U.S.News&World Report).





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42