"უნივერსიტეტი არის სახე ქართული კულტურისა, ჩვენი წარსულის, აწმყოსა და მომავლისა "- ილია მეორე
საზოგადოება - 16:54, 08 Feb, 2018     1440
თსუ-ს 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კონფერენციაზე საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი სიტყვით გამოვიდა. ილია მეორის სიტყვას „ნიუპოსტი“ უცვლელად გთავაზობთ:

„თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრემიერ-მინისტრო,

ქალბატონებო და ბატონებო,

გულითადად მოგესალმებით ამ ისტორიულ დღეს და გილოცავთ ჩვენი დიდი მეფის, დავით აღმაშენებლის დღესასწაულს.

მე მინდა, უპირველეს ყოვლისა, პატივი მივაგო და დავლოცო ის ადამიანები, რომელთაც საფუძველი ჩაუყარეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს. მინდა დავლოცო ის პიროვნება, რომელმაც პირველმა დალოცა უნივერსიტეტი, _ უწმინდესი და უნეტარესი კირიონი, კათოლიკოს-პატრიარქი სრულიად საქართველოსი; მან შეასრულა აქ პირველი პარაკლისი.

უნივერსიტეტი არის სახე ქართული კულტურისა, ჩვენი წარსულის, აწმყოსა და მომავლისა. იგი არის მაჩვენებელი ჩვენი ინტელექტისა, ჩვენი სულიერებისა.

მძიმე პერიოდი განვლო საქართველომ უნივერსიტეტის დაარსების შემდეგ, მაგრამ ის მოღვაწეობა, რომელიც გასწია ამ სასწავლებელმა, ეს არის საოცრება, ეს არის ის დიდი ღვაწლიც, რომელიც უნდა შეესრულებინა საქართველოს ეკლესიას და ვერ შეასრულა, რადგან კომუნისტური რეჟიმი მძიმე ტვირთად დააწვა ქვეყანას. ამიტომაც ვერ წარმოვიდგენთ ჩვენ საქართველოს კულტურულ-სულიერ ცხოვრებას ჩვენი დიდი მეცნიერების გარეშე, ჯავახიშვილის, კორნელი კეკელიძის და სხვათა გარეშე.

მე მქონდა საშუალება დავსწრებოდი გარდაცვალებას კორნელი კეკელიძისა. იმ დროს კათალიკოს-პატრიარქად ბრძანდებოდა ეფრემ II და ეფრემ II იყო მოწაფე კორნელი კეკელიძისა. სახელი ეფრემი კორნელი კეკელიძემ აურჩია მას და ჩვენ წავედით მის სახლში და ვემთხვიეთ მის ხელს.

კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ 100 წლისთავს უნივერსიტეტისა. უნივერსიტეტს, რომელსაც აქვს ასეთი დიდი წარსული, ჰყავდა ასეთი თავდადებული პროფესორ-მასწავლებელები, არანაკლები მომავალი ექნება.

დალოცვილი იყავით რექტორატი, პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები.

დალოცვილი იყოს საქართველო, რომელსაც გააჩნია ასეთი დიდი სულიერი საუნჯე.

ღმერთმა ყველა დაგლოცოთ და კვლავ გილოცავთ დავით აღმაშენებლის დღეს. ამინ!“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42